infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 9 » მოტა ბარსელონასთან ითამაშებს

მოტა ბარსელონასთან ითამაშებს

mota
პარიზელების ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

"პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იტალიელი ნახევარმცველი ტიაგო მოტა "ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრის განაცხადში შეიყვანა, რომელიც ოთხშაბათს "კამპ ნოუზე” გაიმართება.

მოტამ, შეგახსენებთ, პირველი მატჩი, რომელიც ანგარიშით 2:2 დასრულდა, საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა. ახლა კი, ნახევარმცველი სრულიად გამონჯამრთელდა, და, შესაძლოა, მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

კატალონიურ გრანდთან გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ "პსჟ”-ს ერთადერთი დანაკლისი დისკვალიფიცირებული ბლეზ მატუიდი გახდა, რომელმაც ზედმეტი ყვითელი ბარათი მიიღო.
Views: 644



Shadow


content top