infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 9 » მოურინიო ლოპესს სამართლიანად ენდობა

მოურინიო ლოპესს სამართლიანად ენდობა

lopez
ლეგენდარული ბრაზილიელი გოლკიპერი პორტუგალიელ სპეციალისტს "მეკარის საკითხზე” დაეთანხმა.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კარის დარაჯი კლაუდიო ტაფარელი, რომელიც "გალათასარაის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, თვლის, რომ "რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სწორედ იქცევა, როდესაც დიეგო ლოპესს, იკერ კასილიასის ხელის ტრავმის მოშუშების შემდგომ, მაინც ენდობა.

"დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოურინიომ მიიღო – სამართლიანია. დიეგო ლოპესი იმ მომენტიდან ასრულებს დიდ სამუშაოს, როდესაც "რეალმა” იგი შეიძინა. მას ყველა საჭირო თვისება გააჩნია, რათა კარგ გოლკიპერად ჩაითვალოს, მისი ფიზიკური ფორმა კი უბრალოდ შესანიშნავია. ვნახე, როგორ ითამაშა დიეგომ "მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრაში, და მოხიბლული დავრჩი”, – აცხადებს ტაფარელი.

"არ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციამ ჟოზე მოურინიოსა და იკერ კასილიასს შორის უთანხმოება უნდა ჩამოაყალიბოს. მწვრთნელმა უნდა იფიქროს, პირველ რიგში, გუნდის წარმატებებზე, გაანალიზოს, ვინ იმყოფება უკეთეს ფორმაში, და შემდგომ შეადგინოს სასტარტო შემადგენლობა. დიეგო ლოპესი თითქმის იდეალურ ფეხბურთს აჩვენებს, და იგი თუ ასეთ დონეზე გააგრძელებს თამაშს, მაშინ ძირითად კიპერად უნდა დარჩეს. ასეთ სიტუაციაში მოურინიოს ვუჭერ მხარს”.
Views: 603



Shadow


content top