infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 9 » შალკე რაულის საპატივცემულოდ მატჩს გამართავს

შალკე რაულის საპატივცემულოდ მატჩს გამართავს

რაულ
"შალკე” ამ ზაფხულს გუნდის ყოფილი ფეხბურთელის რაულ გონსალეს ბლანკოს საპატივცემულოდ საზეიმო მატჩს გამართავს. ასე დაემშვიდობებიან გერმანული კლუბის გულშემატკივრები ცნობილ ესპანელ თავდამსხმელს.

თამაში 27 აპრილს გაიმართება, "შალკეს” მოწინააღმდეგე კი ამ მატჩში რაულის ამჟამინდელი კლუბი "ალ-სადი” იქნება.

შეგახსენებთ, რომ 35-წლის რაული გელზერკირხენულ კლუბში, სადაც მადრიდის "რეალიდან” გადაბარგდა, 2010-წლიდან 2012-წლამდე ასპარეზობდა, და ამ დროის განმავლობაში "შალკეს” მაისურით 66 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.
Views: 571



Shadow


content top