Main »
2013 » April » 8 » კარიერის დასრულება ტურინში მსურს
კარიერის დასრულება ტურინში მსურს
35 წლის გოლკიპერი, მის მიმართ განხორციელებულ კრიტიკას გამოეხმაურა.
1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ, სადაც "იუვენტუსმა” სტუმრად "ბაიერნის” წინააღმდეგ მარცხი განიცადა, ბევრი ადამიანი წაგების მიზეზად, ტურინელთა კიპერის ცუდ თამაშს ასახელებს. "რეკორდმაისტერთა” პრეზიდენტმა, ფრანც ბეკენბაუერმა, ჯიჯის ასეთი რამ უწოდა: "მოხუცი, რომელიც დროა წავიდეს”.
"კარიერის დასრულება ამ კლუბში მსურს, მაგრამ არა ამ ზაფხულს. ჩემი ამჟამინდელი კონტრაქტი, გუნდში კიდევ ორი წელი ასპარეზს ითვალისწინებს და მე ამ ვადის ბოლომდე ამოწურვას ვაპირებ. ნაადრევია იმის თქმა, თუ როდის ჩამოვკიდებ ბუცებს კედელზე.”-განაცხადა ჯიჯი ბუფონმა.