infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 6 » ბეტისმა გრანადასთან გაილაღა

ბეტისმა გრანადასთან გაილაღა

betisi
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მორიგი ტური ერთობ შედეგიანი მატჩით გაიხსნა – „ლოს კარმენესზე" შეკრებილმა მაყურებლებმა 6 გოლი იხილეს. „გრანადას" სტუმარი „ბეტისი" იყო, რომელმაც მასპინძელი გუნდი 1:5 გაანადგურა.

ანდალუსიელებმა მეტოქე გუნდს საქმე პირველი ტაიმის 4–წუთიან მონაკვეთში მოუმთავრეს – რუბენ კასტროს დუბლისა და ინიგო ლოპესის ავტოგოლის წყალობით, 3–ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ და გამარჯვებულის ვინაობაც ცხადყვეს.

მიუხედავად ამისა, „ბეტისი" არ ცხრებოდა და უპირატესობის გაზრდაც შეძლო – დორლან პაბონმა რუბენ კასტროს პასით ისარგებლა და ხელსაყრელი პოზიციიდან იოლად აიღო მასპინძელთა კარი. რამდენიმე წუთში, „გრანადამ" კარლოს არანდას გოლის წყალობით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს ბევრი ვერაფერი შვება იყო. მით უმეტეს, რომ 85–ე წუთზე, „ბეტისელმა" ანხელ ლოპესმა მასპინძელთა განადგურებას წერტილი დაუსვა.
Views: 662



Shadow


content top