infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 4 » კომპანი შესაძლოა “ბარსაში” მანჩინისთან კონფლიქტის გამო გადავიდეს

კომპანი შესაძლოა “ბარსაში” მანჩინისთან კონფლიქტის გამო გადავიდეს

 kompani
არ არის გამორიცხული, რომ "მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა სამუშაო ადგილი შეიცვალოს. 

მოგეხსენებათ, მანამდე რობერტო მანჩინი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ კომპანი ბელგიის ეროვნულ ნაკრებში მოედანზე მაშინ გავიდა, როდესაც ტრავმა ჯერ კიდევ სრულად მორჩენილი არ ჰქონია. ამის შემდგომ, მედია ამ ორ ადამიანს შორის კონფლიქტზე წერდა. თუმცა, მოგვიანებით იტალიელმა განაცხადა, რომ ყოველივე ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

თუმცა, ახლახანს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვენსანით "ბარსელონა” არის დაინტერესებული. ასევე მის მომავალს, მადრიდის "რეალსა” და მიუნხენის "ბაიერნს” უკავშირებენ. მოთამაშე დამწუხრებული იყო იმით, რომ მანჩინიმ ის ღიად გააკრიტიკა. აგრეთვე, იგი ბელგიის ფიზიოთერაპევტებით ძალიან კმაყოფილია.

შეგახსენებთ, 2008 წელს კომპანის "ჰამბურგთან” კონფლიქტი მოუვიდა. ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ, იგი "ქალაქლეთა” რიგებს შეუერთდა.
Views: 688



Shadow


content top