infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 4 » აგენტი აფელაის “ინტერსა” და “ლაციოს” სთავაზობს

აგენტი აფელაის “ინტერსა” და “ლაციოს” სთავაზობს

afelai
დიდი ალბათობით, ფეხბურთელი ამ ზაფხულს "კამპ ნოუს” საბოლოოდ დატოვებს.

"ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სერია ა-ში გადაბარგდეს. როგორც პრესა იტყობინება, საქმე იმაშია, რომ მისმა აგენტმა უკვე შესთავაზა საკუთარი კლიენტის შეძენა "ინტერსა” და "ლაციოს”.

ამას ისიც ემატება, რომ "ბლაუგრანას” ახალგაზრდა ჰავბეკი აღარ სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2015-წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

აცხადებენ, რომ კატალონიური გრანდი მზადაა აფელაი ექვს მილიონ ევროდ გაყიდოს.

შეგახსენებთ, "შალკეს” ხელმძღვანელობამ "ბარსელონას” ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვა არ ისურვა. სწორედ ამ გერმანული კლუბის შემადგენლობაში ჩაამთავრებს მიმდინარე სეზონს ჰოლანდიელი.
Views: 751



Shadow


content top