არგენტინული "ბოკა ხუნიორსის” ვეტერანმა ნახევარმცველმა, ხუან რომან რიკელმემ "ბარსელონას” ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა შეაქო და თქვა, რომ ის შეუდარებელია.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფეხბურთელი "ბლაგაურნას” რიგებში 2002 წლიდან 2005 წლის ჩათვლით ირიცხებოდა.
"ინიესტა ყველასგან გამორჩეულია, ის შეუდარებელია. "ბარსელონა” დიდებული გუნდია, რომელშიც მშვენიერი ფეხბურთელები თამაშობენ. ჩემი აზრით, როცა აბიდალი თამაშობდა, ის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი იყო. რაც შეეხება მესის, ლეო უნიკალური მოთამაშეა”, – უთხრა რიკელმემ Radio Marca-ს.