infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 1 » FA თასი: ჩელსი - მანჩესტერი

FA თასი: ჩელსი - მანჩესტერი

chelsea vs manchester
მიმოხილვა და პროგნოზი
სტადიონი: "სტემფორდ ბირჯი",ლონდონი
მონაცემი: FA Cup,¼ ფინალი (განმეორებითი)
მსაჯი: ფილ დაუდი
თარიღი: ორშაბათი, 1 აპრილი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 15:30, (ჩვენი დროით)

"ჩელსი"
ტრავმირებულები: ხუან მატა,რომეუ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
შემადგენლობა: მოგვიანებით იქნება.
მთავარი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტისს ძალიან დიდი თავსატეხი ექნება ამოსახსნელი ტაქტიკის სახით.ლონდონელებს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება ესპანელი ფლეიმეიკერი ხუან მატა.მიმდინარე სეზონში ესპანელი დიდ ძალას წარმოადგებს "ჩელსის" რიგებში და მას მიმდინარე სეზონში 18 გოლი აქვს გატანილი და 22 საგოლე პასი აქვს გაკეთებული,რაც მრავლის მთქმელია."მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ შესაძლოა ასევე ვერ ითამაშონ გარი კეხილმა და რამირესმა მათი მოედანზე ხილვა კითხვისნიშნის ქვეშაა.რაც შეეხება რომეუს მას დიდი ხანი გაუცდება თავისი ტრავმის გამო.

"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: რაფაელ და სილვა,დარენ ფლეტჩერი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: პოლ სქოულზი
შემადგენლობა: მოგვიანებით იქნება.
მთავარი მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი

მიმდინარე ინგლისი პრემიერ ლიგის ბოლო ტურში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი "სანდერლენდს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დაამრცხა.ამ მატჩში ტრავმის გარეშე არ ჩაუვლია და შოტლანდიელ სპეციალისტ პირველ ნახევარში ტრავმის გამო ბრაზილიელი მცველის რაფაელის გამოცვლა მოუწია.ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ უეინ რუნის,რიო ფერდინდს და რაიან გიგზი.ხვალ ისინი სრული შემართებით შეხვდებიან ლონდონის "ჩელსისთან" მატჩს.

გუნდების ფორმა
ჩელსი
რაფაელ ბენიტესის გუნდი მიმდინარე პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილის იკავებს 55 ქულით და პრემიერ ლიგის ბოლო ხუთ მატჩში ლონდორნუმა კლუბმა მხოლოდ სამი მატჩი მოიგო.რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა მიმდინარე ინგლისურ პრემიერ ლიგაში 59 გოლი გაიტანეს და 32 გოლი გაუშვეს საკუთარ კარებში.კლუბის ბომბარდირი ახალწვეული ბა არის 15 გოლით,რომელიც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეურდთა "ჩელსს" "ნიუკალს იუნაიტედიდან".ლონდონის "ჩელსიმ" ბოლო მატჩი პრემიერ ლიგაში "საუტჰემპტონს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 2-1 დამარცხდა.ხვალ "სტემფორდ ბრიჯზე" ლონდონური კლუბი ყველაფერს შეეცდება "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას,რადგან ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგან ფა თასის მოსაგებად.

მანჩესტერი
შოტლანდიელი სპეციალიტის სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ბოლო ტურში "სანდერლენდს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს "შავი კატები",ამ გამარჯვებით მანჩესტერულმა კლუბმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტულის მოსაგებად."მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე პრემიერ ლიგის ბოლო 18 მატჩიდან 16 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა ამ შემთხვევაში მანჩესტერულმა კლუბმა შესაძლო 54 ქულიდან 50 აიღო."წითელი ეშმაკების" ესპანელი გოლკიპერი დავიდ დე ხეა უკვე 667-ე წუთია თავის კარს მშრალად ინახავს."წითელმა ეშმაკებმა" 30 ტურამდე მეტოქის კარებში 75 გოლი გაიტანა,რაც კლუბის რეკორდი არის პრემიერ ლიგაში.თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" შეინარჩუნებს ამ ტემპს და ფორმას,მაშინ შესაძლებელია მატ გააუმჯობესონ ლონდონის "ჩელსის" რეკორდი პრემიერ ლიგაში,რომლებმაც 2004-05 სეზონში 95 ქულა აიღო."მანჩესტერ იუნაიტედი" ამ ეტაპისთვის მხოლოდ ორ ტურნირზე ასპარეზობს,აქედან გამომდინარე მანჩესტერული კლუბი შეეცდება მიმდინარე სეზონი ორი ტიტულით დაასრულოს ხვალ კი მათ დიდი გამოცდა ელით ლონდონის "ჩელსის" სახით.

ცოტა რამ გუნდებზე
ჩელსი
„ჩელსი" (ინგლ. Chelsea Football Club) — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი დასავლეთ ლონდონში, ინგლისში. გუნდი დაარსდა 1905 წელს, თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი ნაწილი გატარებული აქვს ინგლისის უმაღლეს ლიგაში. ჩელსი ინგლისის ოთხგზის ჩემპიონია, მოგებული აქვს ასოციაციის თასი 7-ჯერ, ლიგის თასი 4-ჯერ; ასევე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (2011-12) და თასების მფლობელთა თასი (1970-71, 1997-98). „ჩელსი" ერთადერთი ლონდონური კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.
დაარსების დღიდან „ჩელსი" თამაშობს „სტემფორდ ბრიჯზე", რომელიც მდებარეობს ფულემში, დასავლეთ ლონდონში. მიუხედავად სახელწოდებისა, კლუბი კენსინგტონისა და ჩელსის საქალაქო რაიონის ფარგლებს გარეთ მდებაროებს, ჰემერსმითის და ფულემის ლონდონის საქალაქო რაიონში. 2003 წელს „ჩელსი" იყიდა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა.
„ჩელსის" ტრადიციული საფეხბურთო ფორმა არის სამეფო ლურჯი ფერის მაისურები და ტრუსები და თეთრი გეტრები. მოდერნიზებისა და რებრენდინგის მიზნით კლუბის ლოგო ისტორიის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა. მიმდინარე ლოგო არის 1950-იან წლებში შექმნილი ლოგოს მოდიფიცირებული ვერსია, რომელზედაც გამოსახულია ლომი კვერთხით ხელში.ინგლისურ ფეხბურთში, „ჩელსის" ყველა დროის საშუალო დასწრების მეხუთე მაჩვენებელი აქვს.


მანჩესტერი
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლ. Manchester United) – საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს ოლდ ტრაფორდის სტადიონზე. კლუბი დაარსდა 1878 წელს ქალაქ მანჩესტერის უბან — ოლდ ტრაფორდში, (საგრაფო დიდი მანჩესტერი) როგორც, ნიუტონ ჰიტი. 1902 წელს კლუბს დაერქვა მანჩესტერ იუნაიტედი და სათამაშოდ გადავიდა სტადიონ ოლდ ტრაფორდზე.
იუნაიტედი ინგლისისა და ევროპის მასშტაბით ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. ახლანდელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელიც იუნაიტედში 1986 წლის ნოემბერში მოვიდა, გუნდს მოაგებინა 24 დიდი ტიტული. პრემიერლიგის დაარსების 1992 შემდეგ კი მანჩესტერმა რეკორდული რაოდენობის, 12 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ჯამში ინგლისის ჩემპიონი გუნდი 19–ჯერ გახდა. მანჩესტერ იუნაიტედს აგრეთვე 11–ჯერ აქვს მოგებული საფეხბურთო ასოციაციის თასი , რაც რეკორდული მაჩვენებელია.
1968 წელს მანჩესტერ იუნაიტედი, მეტ ბასბის ხელმძღვანელობით გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში ლისაბონის ბენფიკა , ანგარიშით 4–1. მეორედ კლუბმა ანალოგიურ წარმატებას მიაღწია 1999 წელს, მესამედ კი 2007–2008 წლების სეზონში.
1958 წლის 6 თებერვალს, მიუნხენში გუნდის თვითმფრინავი მოყვა ავიაკატასტროფაში, დაიღუპა 8 ფეხბურთელი და კლუბის პერსონალის დიდი ნაწილი.
„იუნაიტედი" მსოფლიოს უმდიდრესი და ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია.2012 წლის ივლისს ფორბსის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მანჩესტერი $2.23 მილიარდადაა შეფასებული და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სპორტულ კლუბად ითვლება.1964–65 წლების სეზონის შემდეგ (2 სეზონის გარდა) ინგლისის მასშტაბით გუნდის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო ყველაზე მაღალი და საკლუბო მატჩებს შორის დღესაც პირველია.ეს გუნდი არის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინგლისურ ფეხბურთში, რეკორდი აქვს დამყარებული და მოგებული აქვს პრემიერ ლიგის თასი 19-ჯერ, ასევე 11 FA Cups, 4 ლიგის თასი და 19 FA Community Shields. ასევე აქვს სამი ევროპის თასი, ერთი თასების-თასი, სუპერ თასი, ერთიც საკონტინენტთაშორისო თასი და კლუბის მსოფლიო თასი.

ურთიერთშეხვედრები

გუნდებმა სულ ერთმანეთში 166 მატჩი ჩაატარეს ყველა ტურნირზე. "ჩელსის" ანგარიშზე 44 გამარჯვებაა, "იუნაიტედმა" 72-ჯერ იმარჯვა, ხოლო 50 მატჩი ფრედ დასრულდა. პრემიერ-ლიგაში გუნდები ერთმანეთს 41_ჯერ დაუპირისპირდნენ. "ჩელსი" 13, იუნაიტედი 13 მოგება. ორივე გუნდმა 57-58 გოლის გატანა მოახერხა. "ჩელსი" ერთადერთი გუნდია პრემიერ ლიგაში რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონის გუნდთან დადებითი ბალანსი აქვს მოგებულ და წაგებულ მატჩებში. "ალისფერი ეშმაკებმა" ბოლო 8 თამაშში 5_ჯერ დაჯაბნეს "არისტოკრატები" და სამჯერ ფრედ დაასრულეს შეხვედრა. "იუნაიტედმა" მხოლოდ ერთი მატჩი მოუგო "ჩელსის" ბოლო 12 თამაშიდან "სტემფორდ ბრიჯზე", ყველა ტურნირზე. "მანჩესტერი" 2002 წლის შემდეგ პრემიერ ლიგაში ვერ ახერხებს "სტემფორდ ბრიჯზე" გამარჯვების მოპოვებას და ამ მატჩების რიცხვი - 10-ია.

პრემიერ ლიგაში ყველა ურთიერთშეხვედრა.

10.03.2013 მანჩესტერი 2-2 ჩელსი
28.10.2012 ჩელსი 2-3 მანჩესტერი
05.02.2012 ჩელსი 3-3 მანჩესტერი 
18.09.2011 მანჩესტერი 3-1 ჩელსი 
08.05.2011 მანჩესტერი 2-1 ჩელსი 
01.03.2011 ჩელსი 2-1 მანჩესტერი 
03.04.2010 მანჩესტერი 1-2 ჩელსი 
08.11.2009 ჩელსი 1-0 მანჩესტერი 
11.01.2009 მანჩესტერი 3-0 ჩელსი 
21.09.2008 ჩელსი 1-1 მანჩესტერი 
26.04.2008 ჩელსი 2-1 მანჩესტერი 
23.09.2007 მანჩესტერი 2-0 ჩელსი 
09.05.2007 ჩელსი 0-0 მანჩესტერი 
26.11.2006 მანჩესტერი 1-1 ჩელსი 
29.04.2006 ჩელსი 3-0 მანჩესტერი 
06.11.2005 მანჩესტერი 1-0 ჩელსი 
10.05.2005 მანჩესტერი 1-3 ჩელსი 
15.08.2004 ჩელსი 1-0 მანჩესტერი 
08.05.2004 მანჩესტერი 1-1 ჩელსი 
30.11.2003 ჩელსი 1-0 მანჩესტერი 
18.01.2003 მანჩესტერი 2-1 ჩელსი 
23.08.2002 ჩელსი 2-2 მანჩესტერი 
20.04.2002 ჩელსი 0-3 მანჩესტერი 
01.12.2001 მანჩესტერი 0-3 ჩელსი 
10.02.2001 ჩელსი 1-1 მანჩესტერი 
23.09.2000 მანჩესტერი 3-3 ჩელსი 
24.04.2000 მანჩესტერი 3-2 ჩელსი 
03.10.1999 ჩელსი 5-0 მანჩესტერი 
29.12.1998 ჩელსი 0-0 მანჩესტერი 
16.12.1998 მანჩესტერი 1-1 ჩელსი 
28.02.1998 ჩელსი 0-1 მანჩესტერი 
24.09.1997 მანჩესტერი 2-2 ჩელსი 
22.02.1997 ჩელსი 1-1 მანჩესტერი 
02.11.1996 მანჩესტერი 1-2 ჩელსი 
02.12.1995 მანჩესტერი 1-1 ჩელსი 
21.10.1995 ჩელსი 1-4 მანჩესტერი 
17.04.1995 მანჩესტერი 0-0 ჩელსი 
26.12.1994 ჩელსი 2-3 მანჩესტერი 
05.03.1994 მანჩესტერი 0-1 ჩელსი 
11.09.1993 ჩელსი 1-0 მანჩესტერი 
17.04.1993 მანჩესტერი 3-0 ჩელსი 
19.12.1992 ჩელსი 1-1 მანჩესტერი

პროგნოზი: 2
კოეფიციენტი: 2,90
Views: 1404



Shadow


content top