infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » ახალი ამბები

ახალი ამბები - Archive

პირლო: “1/4-ფინალზე ფიქრი სახიფათოა”
ტურინის "იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი ანდრეა პირლო აცხადებს, რომ მიუხედავად გლაზგოში დიდი ანგარიშით მოგებისა, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასული ჯერ არაა.

1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში, ტურინელებმა "სელტიკი” გასვლაზე 3:0 დაამარცხეს, მაგრამ პირლო "მილანსა” და "ლივერპულს” შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამართულ ძალზე დრამატულ შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ 1/4-ფინალზე ფიქრი სახიფათოა.

"ფეხბურთს საკმაოდ დიდი ხანია ვთამაშობ და ვიცი, რომ სასწაულები ხშირად ხდება.

დღემდე თვალწინ მიდგას "ლივერპულის” წინააღმდეგ გამართული ფინალი. მაშინ, "წითლებს” 3 გოლის გასატანად ერთი ტაიმი ეყოთ, "სელტიკს” კი, ამისთვის მთელი თამაში აქვს.

რა თქმა უნდა, მოგებამ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაგვიზარდა, მაგრამ სახიფათოა იმაზე ფიქრი, რომ უკვე 1/4-ფინალში ვართ.” – ციტირებს ანდრეა პირლოს სიტყვებს Sky Sports-ი.
Category: ახალი ამბები Views: 677 Added: Sky Date: 14.02.2013 - 20:47

ცნობილ პარაოლიმპიელ სპორტსმენს ვალენტინობის დღესასწაულზე შეყვარებული შემოაკვდა
Oscar Pistoriusპარაოლიმპიელმა სპორტსმენმა ოსკარ პისტორიუსმა შემთხვევით შეყვარებული მოკლა. ტრაგედია სამხრეთ აფრიკაში, პარაოლიმპიელის სახლში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სპორტსმენს შეყვარებული მძარცველი ეგონა და მას რამდენჯერმე ესროლა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა. 

წინასწარი მონაცემებით, წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით, გოგონას შეყვარებულისთვის სიურპრიზის გაკეთება უნდოდა. ის სპორტსმენის სახლში ღამის 4:00 საათზე შევიდა და გააღვიძა. შეშინებულმა სპორტსმენმა ხელი იარაღს დასტაცა და გაისროლა. 

ოსკარ პისტორიუსი მოდელ შეყვარებულს რივა სტინკემპს 1 წლის განმავლობაში ხვდებოდა. სპორტსმენი ამჟამად დაკავებულია და სასამართლო პროცესს ელოდება.

Category: ახალი ამბები Views: 841 Added: Better Date: 14.02.2013 - 19:47

ფედერერი ტიტულის დაცვას დამაჯერებლად იწყებს
როტერდამის ტურნირის მოქმედი გამარჯვებული როჯერ ფედერერი ტიტულის დაცვას დამაჯერებლად შეუდგა. 31 წლის შვეიცარიელმა სასტარტო მატჩში სლოვენიელ გრეგა ზემლიას 6:3, 6:1 მოუგო და მეოთხედფინალში გასასვლელად ჰოლანდიელ ტიემო დე ბაკერს შეხვდება.
ფედერერისა და ზემლიას მატჩი მხოლოდ 57 წუთს გაგრძელდა. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა 3 ეისი შეასრულა და მთლიანობაში შეხვედრით კმაყოფილი დარჩა: "კორტზე კარგად ვმოძრაობდი და ზუსტი დარტყმების შესრულებასაც ვახერხებდი. როტერდამის ტურნირის კიდევ ერთხელ მოგება მინდა. ამ შეჯიბრებაზე სხვა მიზანი არ მაქვს”.
Category: ახალი ამბები Views: 595 Added: Sky Date: 14.02.2013 - 19:38

მოურინიო: "როგორც ადრე, შანსები 50 50-ზეა"
მადრიდის "რეალის" თავკაცი სულაც არ ფიქრობს, რომ "ემიუს" "ბერნაბეუზე" მიღწეული ფრის შემდეგ უპირატესობა აქვს.

"მატჩის შედეგით არ გავკვირვებულვარ. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდი. ჯერ არაფერია ნათელი. ვფიქრობ, ინტრიგა ბოლო წუთამდე შემორჩება. ეს შედეგი გამარჯვებულის საკითხს ღიად ტოვებს. ვფიქრობ, როგორც ადრე, ახლაც შანსები თანაბარია" , -განაცხადა სეუ ჟო ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 652 Added: Sky Date: 14.02.2013 - 15:30

რონალდუ: "ვფიქრობ, "რეალი" "ემიუზე" უკეთესი იყო"
მადრიდის "რეალის" ლიდერმა თავის ყოფილ გუნდთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"რთული მატჩი გამოვიდა. "ემიუმ" ბრწყინვალედ ითამაშა დაცვაში. მიმაჩნია, რომ უკეთესები ვიყავით და ერთ გოლზე მეტის გატანას ვიმსახურებდით", -თქვა რონიმ.

"მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, შანსი საპასუხო შეხვედრაშიც გვექნება. ინიციატივის ხელში ჩაგდებას შევეცდებით და ყველაფ ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 537 Added: Sky Date: 14.02.2013 - 15:29

"შახტარმა" მოგება ხელიდან გაუშვა
"დონბასს არენაზე" გამართული შეხვედრა უხვგოლიანი ფრით დასრულდა.
"შახტარი" 2:2 "ბორუსია დორტმუნდი"
გოლები: სრნა 31, დუგლას კოშტა 68 - ლევანდოვსკი 41, ჰუმელსი 87

"შახტარი": პიატოვი, სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი, ჰუბშმანი, ფერნანდინიო, ალექს ტეიშეირა (ედუარდო 84), მხიტარიანი, ტაისონი (დუგლას კოშტა 62), ლუის ადრიანო.

"ბორუსია": ვაიდენფელერი, ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 645 Added: Sky Date: 14.02.2013 - 15:27

"ბარსას" სამიზნე ჯექსონ მარტინეზი გახდა
დიდი შანსია, კოლუმბიელმა თავდამსხმელმა "ნოუ კამპზე" დავიდ ვილია შეცვალოს.

ამ ცვლილების განხორციელების შესაძლებლობას, ავტორიტეტული გამოცემა AS განიხილავს. ვილიას ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 630 Added: Sky Date: 14.02.2013 - 15:26

« 1 2 ... 83 84 85 86 87 88 89 »
content top