Main »
2013 » February » 14 » ცნობილ პარაოლიმპიელ სპორტსმენს ვალენტინობის დღესასწაულზე შეყვარებული შემოაკვდა
ცნობილ პარაოლიმპიელ სპორტსმენს ვალენტინობის დღესასწაულზე შეყვარებული შემოაკვდა
პარაოლიმპიელმა სპორტსმენმა ოსკარ პისტორიუსმა შემთხვევით შეყვარებული მოკლა. ტრაგედია სამხრეთ აფრიკაში, პარაოლიმპიელის სახლში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სპორტსმენს შეყვარებული მძარცველი ეგონა და მას რამდენჯერმე ესროლა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა.
წინასწარი მონაცემებით, წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით, გოგონას შეყვარებულისთვის სიურპრიზის გაკეთება უნდოდა. ის სპორტსმენის სახლში ღამის 4:00 საათზე შევიდა და გააღვიძა. შეშინებულმა სპორტსმენმა ხელი იარაღს დასტაცა და გაისროლა.
ოსკარ პისტორიუსი მოდელ შეყვარებულს რივა სტინკემპს 1 წლის განმავლობაში ხვდებოდა. სპორტსმენი ამჟამად დაკავებულია და სასამართლო პროცესს ელოდება.