infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » ფედერერი ტიტულის დაცვას დამაჯერებლად იწყებს

ფედერერი ტიტულის დაცვას დამაჯერებლად იწყებს

როტერდამის ტურნირის მოქმედი გამარჯვებული როჯერ ფედერერი ტიტულის დაცვას დამაჯერებლად შეუდგა. 31 წლის შვეიცარიელმა სასტარტო მატჩში სლოვენიელ გრეგა ზემლიას 6:3, 6:1 მოუგო და მეოთხედფინალში გასასვლელად ჰოლანდიელ ტიემო დე ბაკერს შეხვდება.
ფედერერისა და ზემლიას მატჩი მხოლოდ 57 წუთს გაგრძელდა. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა 3 ეისი შეასრულა და მთლიანობაში შეხვედრით კმაყოფილი დარჩა: "კორტზე კარგად ვმოძრაობდი და ზუსტი დარტყმების შესრულებასაც ვახერხებდი. როტერდამის ტურნირის კიდევ ერთხელ მოგება მინდა. ამ შეჯიბრებაზე სხვა მიზანი არ მაქვს”.
Views: 592



Shadow


content top