infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » პირლო: “1/4-ფინალზე ფიქრი სახიფათოა”

პირლო: “1/4-ფინალზე ფიქრი სახიფათოა”

ტურინის "იუვენტუსის” ერთ-ერთი ლიდერი ანდრეა პირლო აცხადებს, რომ მიუხედავად გლაზგოში დიდი ანგარიშით მოგებისა, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასული ჯერ არაა.

1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში, ტურინელებმა "სელტიკი” გასვლაზე 3:0 დაამარცხეს, მაგრამ პირლო "მილანსა” და "ლივერპულს” შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამართულ ძალზე დრამატულ შეხვედრას იხსენებს და აცხადებს, რომ 1/4-ფინალზე ფიქრი სახიფათოა.

"ფეხბურთს საკმაოდ დიდი ხანია ვთამაშობ და ვიცი, რომ სასწაულები ხშირად ხდება.

დღემდე თვალწინ მიდგას "ლივერპულის” წინააღმდეგ გამართული ფინალი. მაშინ, "წითლებს” 3 გოლის გასატანად ერთი ტაიმი ეყოთ, "სელტიკს” კი, ამისთვის მთელი თამაში აქვს.

რა თქმა უნდა, მოგებამ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაგვიზარდა, მაგრამ სახიფათოა იმაზე ფიქრი, რომ უკვე 1/4-ფინალში ვართ.” – ციტირებს ანდრეა პირლოს სიტყვებს Sky Sports-ი.
Views: 487



Shadow


content top