infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » მოურინიო: "როგორც ადრე, შანსები 50 50-ზეა"

მოურინიო: "როგორც ადრე, შანსები 50 50-ზეა"

მადრიდის "რეალის" თავკაცი სულაც არ ფიქრობს, რომ "ემიუს" "ბერნაბეუზე" მიღწეული ფრის შემდეგ უპირატესობა აქვს.

"მატჩის შედეგით არ გავკვირვებულვარ. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ველოდი. ჯერ არაფერია ნათელი. ვფიქრობ, ინტრიგა ბოლო წუთამდე შემორჩება. ეს შედეგი გამარჯვებულის საკითხს ღიად ტოვებს. ვფიქრობ, როგორც ადრე, ახლაც შანსები თანაბარია" , -განაცხადა სეუ ჟოზემ.

"ვფიქრობ, რომ ჩემი მოთამაშეები ბოლომდე დაიხარჯნენ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ "ოლდ ტრაფორდზე. უნდა გავიტანოთ. თუ ამას შევძლებთ, წინ გავალთ. ყველაფერი მარტივი და გასაგებია. ამ შეხვედრაში მეტის გატანა და მოგება შეგვეძლო, თუმცა არც მეტოქე იყო უშანსოდ. ყველაფრით კმაყოფილები ვართ. მომავალ შეხვედრამდე, სამი კვირის შემდეგ", - დაასრულა "განსაკუთრებულმა".
Views: 651



Shadow


content top