Main »
- Archive
გერმანიის ნაკრების მცველი, ჰოლგერ ბადშტუბერი დარწმუნებულია, რომ "ბაიერნს” შეუძლია, ევროპის საუკეთესო კლუბი გახდეს და კატალონიურ "ბარსელონასაც” აჯობოს. მოგეხსენებათ, ბოლო სამ სეზონში, მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგი ფინალში ორჯერ მოხვდნენ, თუმცა გამარჯვება ვერცერთ შემთხვევაში მოახერხეს. "ბაიერნს” შეუძლია ევროპის საუკეთესო კლუბი იყოს და "ბარსელონასაც” აჯობოს”, – განუცხადა ბადშტუბერმა Bild-ს. 23 წლის ფეხბურთელს, ამჟამად, მუხლის ტრავმა აწუხებს: "იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები. ამ დროისთვის, ეს ჩემი მთავარი მიზანია.”
დონეცკის „შახტარმა" პორტუგალიური „ბრაგადან" ბრაზილიელი მცველი ისმაილი დაიმატა. შეთანხმების თანახმად ისმაილი „შახტარში" 5 წელს დაჰყოფს. მისმა სატრანსფერო ღირებულებამ, „შახტარის" ოფიციალური საიტის ცნობით 4 მილიონი ევრო შეადგინა. „ბრაზილიაში საკმაოდ ბევრი მესმოდა „შახტარის" შესახებ. იქ მასზე როგორც ერთ-ერთ მზარდ კლუბზე საუბრობენ. ასევე ვიცოდი, გუნდში ბევრი ჩემი თანამემამულე თამაშობს. ხოლო როცა გუნდში მოვედი, რა თქმა უნდა, აღვფრთოვანდი, რაც ვნახე – ყველაფერმა გამაოცა. მიმაჩნია, რომ „შახტარი" ფანტასტიკური კლუბია!".
მიმდინარე სეზონში ლოს ანჯელესი არც თუ ისე წარმატებულად ასპარეზობს,რაც გუნდში მომხდარი ცვლილებებით არის განპირობებული. მოგეხსენებათ,სეზონის დასაწყისში გუნდმა ყოფილი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი დაითხოვა.ამასთანავე,ლეიკერსიდან წავიდა ენდრიუ ბაინამი.კლუბში მოვიდა ახალი თავკაცი მაიკ დანტონის სახით და ახალი კალათბურთელები:დუაიტ ჰოვარდი და სტივ ნეში.ბრაუნის განცხადებით,მის ყოფილ გუნდს ჯერ კიდევ აქვს შანსი სეზონის გადარჩენის. "ვფიქრობ,ჯერ კიდევ შეიძლება სეზონის კარგად დასრულება.დანტონი განსხვავებული ფილოსოფიის მქონე მწვრთნელია.მისმა ტაქტიკამ NBA-ს არაერთ გუნდში გაამართლა და მალე არც ლეიკერსი იქნება გამონაკლისი.იგი ანხორციელებს სხვადასხვა სახის ცვლილებებს,რასაც დრო სჭირდება.მჯერა,ყველაფერი მალე დალაგდება.”-განაცხადა მაიკ ბრაუნმა
...
Read more »
მადრიდის "რეალის” ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს "მანჩესტერ იუნაიტედის” ბარიერის დაძლევა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლა შეუძლია. 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში, "რეალმა” და "მანჩესტერმა”, მადრიდში, 1:1 ითამაშეს. სტუმრებმა ანგარიში მას შემდეგ გახსნეს, რაც უელბეკმა რამოსს აჯობა და თავით ზუსტად დაარტყა. მადრიდელთა უკანახაზელი თავის დანაშაულს აღიარებს, მაგრამ არც მსაჯის შეცდომას ივიწყებს. "გოლის დროს, უელბეკმა მაჯობა. თუმცა, ამ ეპიზოდამდე, არბიტრმა კუთხური შეცდომით დანიშნა. ჩემპიონთა ლიგა ისეთი ტურნირია, რომელშიც ასეთი პატარა შეცდომაც კი შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. რა თქმა უნდა, "ოლდ ტრაფორდზე” თამაშის დაწყება ჩვენთვის არცთუ ხელსაყრელი ანგარიშით მოგვიწევს, მაგრამ საკუთარი ძალების გვჯერა. პირველ თამაშში, არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით. დარწმუნებული ვარ, რომ "მანჩესტერის” ბარიერის დაძლევა შეგვიძლია.” – აცხადებს სერხიო რამოსი.
...
Read more »
"ჩიკაგოს" ლიდერი დერიკ როუზი ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს გამოტყდა, რომ ჯერ კიდევ განიცდის ტკივილებს და მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შემდეგ ბოლომდე ვერ მოხერხდა ტრავმის მორჩენა. "თუ გავა კიდევ დიდი დრო და ვერ ვიგრძნობ რომ უკეთეს მდგომარეობაში ვიმყოფები, რა თქმა უნდა, ამ სეზონში აღარ ვითამაშებ. მე ძალიან მსურდა ამ რეგულარულში თამაში და ამიტომაც სრული სერიოზულობით ვეპყრობოდი როგორც სარეაბილიტაციო პერიოდს, ასევე სავარჯიშო პროცესსაც, თუმცა რადგან არსებობს მცირე რისკიც კი იმისა რომ კიდევ უფრო გავიმიზეზო გაზაფხულზე მიღებული სერიოზული ტრავმა, ჩემთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა" - ციტირებს როუზის სიტყვებს The Associated Press
"ნიუ იორკის" ფორვარდმა და უდავო ლიდერმა კარმელო ენტონიმ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლოა მან გამოტოვოს 17 თებერვალს ჰიუსტონში გასამართი ყველა ვარსკვლავთა მატჩი, მიზეზი კი მარჯვენა ხელის მცირე ტრავმაა - იტყობინება The SportsXchange. "მელომ" დაზიანება "ტორონტოსთან" დაპირისპირებისას (88:92) მიიღო, მაგრამ მიუხედავად ამისა მან მაინც შეძლო მატჩის ბოლომდე ჩამთავრება. შეგახსენებთ, რომ ენტონი ყველა ვარსკვლავთა მატჩში აღმოსავლეთის ნაკრებში ძირითად ხუთეულში გახლავთ არჩეული.
|