infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » ახალი ამბები

ახალი ამბები - Archive

რონალდუ: სიტიში არასდროს გადავალ
მადრიდის რეალის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ იგი არასდროს გადავა მანჩესტერ სიტიში, რადგანაც პორტუგალიელი უდიდეს პატივს სცემს მანჩესტერ იუნაიტედს.
დღეს "ბლანკოსის" შვიდიანი ყოფილ თანაგუნდელებს დაუპირისპირდება. მთელი სეზონის მანძილზე ჭორები დადის იმის შესახებ, რომ კრიშტიანუს მობეზრდა მადრიდში ყოფნა და თვალი კვლავ პრემიერლიგისკენ გაურბის.
მის სახელს უკავშირებენ როგორც მანიუს, ისე სიტისაც, თუმცა ცოტა ხნის წინ პორტუგალიელმა ვარვსკვლავმა გააკეთა განცხადება, რომლის შემდეგაც ბევრი გაჩუმდება:
 
"სიტიში არასდროს ვითამაშებ, რადგანაც ჩემი გული იუნაიტედს ეკუთვნის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე რეალიდან მივდივარ, უბრალოდ მადლობელი ვარ იმისთვის, რაც მანკუნიანელებმა გამიკეთეს."
 
"შეიძლება ერთ მშვენიერ დღესაც მომიწიოს მადრიდის დატოვება, თუმცა მე ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 671 Added: Better Date: 13.02.2013 - 19:00

დე ხეა : ”კასილასი რეალისთვის დიდი დანაკლისია”
de geaმანჩესტერ ”იუნაიტედის” მეკარეს სჯერა, რომ კასილასის არ ყოფნა დიდი უპირატესობაა მათთვის დღეს.

დე ხეამ პრესკონფერენციაზე აღიარა, რომ იკერ კასილასი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია.

”ყოველთვის როცა კასილასი არ არის მოედანზე, ეს რეალისთვის დიდი დანაკარგია.”-განაცხადა ატლეტიკო მადრიდის ყოფილმა მეკარემ.

”დიდი დანაკლისია იმიტომ, რომ კასილასი არის რეალის და ესპანეთის კაპიტანი, თუმცა მადრიდელებს ჰყავთ კიდევ ორი ისეთი მეკარე რომლებსაც შეუძლიათ ისევე კარგად თამაში როგორც იკერ კასილასს.- დაასრულა დევიდმა.
Category: ახალი ამბები Views: 964 Added: Better Date: 13.02.2013 - 18:31

ლამპარდი საბავშვო წიგნებს დაწერს
ლონდონის "ჩელსის” ვეტერანი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი საბავშვო წიგნების დაწერას აპირებს. BBC-ის ცნობით, 34 წლის ინგლისელმა კონტრაქტი გამომცემლობა Little Brown Book Group-თან გააფორმა. ამგვარად, ლამპარდი 5 საბავშვო წიგნს გამოუშვებს. 
ლამპარდი მკითხველს თავის თავზე, მეგობრებზე, თანაკლასელებზე და საყვარელ ძაღლ "მაქსიზე” ისტორიებს მოუყვება. წიგნები 5 წლის ზევით მყოფ ბავშვებზე იქნება გათვლილი. 
პირველი ტომი – "ფრენკი მეკობრეების წინააღმდეგ”, ივნისში გამოვა. 2013 წელს კიდევ 2 წიგნის პრეზენტაცია შედგება, უკანასკნელ 2 ტომს კი, 2014 წელს ელიან. 
"იდეა ფრენკზე და გიგანტურ ბურთზე თავში მაშინ მომივიდა, როცა ჩემს შვილებს ზღაპრებს ვუკითხავდი. ჩვენს ოჯახში სპორტი და წიგნები მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, წიგნების დაწერა თავად გადავწყვიტე”, - განაცხადა ლამპარდმა.
Category: ახალი ამბები Views: 853 Added: Sky Date: 13.02.2013 - 17:12

იტალიელებს დამიაუ არ აინტერესებთ

ბრაზილიური "ინტერნასიონალის” პრეზიდენტმა ჯოვანი ლუიჯიმ განაცხადა, რომ მისი კლუბისთვის ლეანდრუ დამიაუს თაობაზე არცერთ იტალიურ კლუბს მიუმართავს. 

"ნაპოლის” დამიაუ არ აინტერესებს. ამ დრომდე, არცერთი ოფიციალური წინადადება არ მიგვიღია. ძალიან დიდი ხნის წინათ, ერთ-ერთ იტალიურ კლუბთან არაფორმალური საუბარი გვქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერია. იანვარში, მხოლოდ ერთი წინადადება მივიღეთ. ეს ინგლისური "ტოტენჰემი” იყო, რომელსაც ტრანსფერზე უარი ვუთხარით”, - განუცხადა ლუიჯიმ Sky Sports-ს. 
Category: ახალი ამბები Views: 637 Added: Sky Date: 13.02.2013 - 17:10

ფერგიუსონი დე ხეას აქებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი მოხარულია, რომ ესპანელი გოლკიპერი ზრდას აგრძელებს.

დავიდი მანჩესტერში 2011-წელს მადრიდიდან გადავიდა, მას შემდეგ კი პრესა ხშირად წერს იმის შესახებ, რომ კლუბი პირველი ნომერის ძებნას აგრძელებს, რადგან ესპანელს ამის შესაძლებლობა არ აქვს.

"დავიდმა საკუთარი ხასიათი გვაჩვენა. მან ძალიან ბევრი კრიტიკა სრულიად დაუმსახურებლად მიიღო. ჩვენ კარგნი მაშინ ვართ, როდესაც ადამიანს ვაქებთ. იგი გუნდში ძალიან ახალგაზრდა მოვიდა და მისთვის, როგორც ინგლისური ფეხბურთი, ისევე ენაც განსხვავებული იყო. გარდა ამისა, მაშინ იგი ფიზიკურად ძლიერი არ იყო. ახლა კი იგი, როგორც ფეხბურთელი ყოველწლიურად იზრდება". 
Category: ახალი ამბები Views: 799 Added: Better Date: 13.02.2013 - 14:53

თამაში რომელსაც მსოფლიო ელოდება

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ თამაშებს შეგვიძლია ჟურნალი ვუწოდოთ, კინო კი დღეს იწყება. მადრიდსა და დონეცკში, 2 ისეთი დაპირისპირება გაიმართება, რომლებსაც გულშემატკივარი დიდი ხანია ელის. გუნდების სახელებისა და მათში მოთამაშე ფეხბურთელების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, უფრო დიდ ინტერესს ესპანეთის დედაქალაქში გასამართი შეხვედა იწვევს.


... Read more »

Category: ახალი ამბები Views: 1067 Added: Better Date: 13.02.2013 - 14:41

“ინტერი” ჯუჯაკით დაინტერესდა
მილანის "ინტერი” მოსკოვის "დინამოს” ნახევარმცველის – ბალაჟ ჯუჯაკის შეძენითაა დაინტერესებული. Corriere dello Sport-ის ცობით, "ნერაძური” 26 წლის იტალიელის შეძენას სეზონის ბოლოს ეცდება. 
 იანვრის სატრანსფერო სეზონში, ჯუჯაკის ყიდვა ინგლისურ "ლივერპულს” სურდა. მერსისაიდელები მოსკოველებს 6-თვიან იჯარას სთავაზობდნენ, მაგრამ რუსულმა მხარემ ნახევარმცველის გაშვება არ ისურვა. 
 ცნობისათვის, რუსეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ჯუჯაკმა 17 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი მიითვალა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Category: ახალი ამბები Views: 594 Added: Sky Date: 13.02.2013 - 14:18

« 1 2 ... 85 86 87 88 89 »
content top