Main »
- Archive
„მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „პარმასთან" მოგებული მატჩის(2-1) შემდეგ განაცხადა, რომ გუნდში მარიო ბალოტელის მოსვლით კმაყოფილია. „როცა გუნდი ასეთი დონის ფეხბურთელს იფრომებს, ამით მას საერთო ტექნიკური დონე ემატება. „მილანმა" ძალიან კარგი შენაძენი განახორციელა სეზონის მნიშვნელოვან მომენტში, გუნდმა დიდი ნახტომი გააკეთა. ადვილი არ იქნება თამაშის ასე გაგრძელება, რადგან ფორმის პიკს ყოველთვის მოსდევს კლება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ". შეგახსენებთ სუპერ-მარიომ „მილანის" შემადგენლობაში სამი შეხვედრა ჩაატარა და ოთხი ბურთი გაიტანა.
მილანის „ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი, დარწმუნებულია, საუკეთესო ბომბარდის (19 მატჩში 9 გოლი) ტრავმა არ გამოიწვევს გუნდის კრახს. „არ ვფიქრობ, რომ გუნდს კოლაფსი ელოდება. მილიტოს ტრავმა შემაშინებებელი იყო, მაგრამ გუნდმა ხასიათი გამოავლინა და თამაშს დაუბრუნდა. მომხდარი ძალებს შეგვმატებს უკეთესი თამაშისთვის. ჩვენ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და დადებით შედეგებს მივაღწიოთ. სეზონის მიზანი უცვლელი რჩება – ევროპის ლიგის თასის მოპოვება და „სერია ა"-ს მესამე პოზიციაზე დასრულება"- განუცხადა მორატიმ „La Gazzetta dello Sport"-ს.
გუშინ, იტალიის სერია ა-ს 25-ე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. "მილანმა” საკუთარ მოედანზე "პარმა” მიიღო და ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. ანგარიში შეხვედრის 39-ე წუთზე გაიხსნა, როცა პარმელთა ცენტრალურმა მცველმა, გაბრიელ პალეტამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და "როსონერი” დააწინაურა. "მილანის” რიგებში, თავისი მეოთხე გოლი გაიტანა იანვარში შეძენილმა მარიო ბალოტელიმ, რომელმაც მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა და სხვაობა ორამდე გაზარდა. სტუმრებმა სხვაობის შემცირება შეხვედრის დამატებულ წუთებზე მოახერხეს, თავი ნიკოლა სანსონემ გამოიჩინა. "მილანი” 2-1 "პარმა” "მილანი”: აბიატი, დე შილიო, საპატა, იეპესი, კონსტანტი, მუნტარი, მონტოლივო, ნოჩერინო, ნიანგი (ტრაორე 87′), ბოატე
...
Read more »
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გლაზგოს "სელტიკსა” და ტურინის "იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის (0:3) სამსაჯო ბრიგადის მუშაობით შოტლანდიური კლუბი უკმაყოფილო დარჩა. "კელტები” უეფასგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ. შოტლანდიელთა აზრით, ესპანელმა არბიტრმა ალბერტო უნდიანომ რამდენჯერმე თვალი დახუჭა ტურინელთა მხრიდან საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევაზე. "ჩვენ ყველა ეს ეპიზოდი DVD დისკზე ჩავწერეთ და უეფას გავუგზავნეთ. მსაჯის მოქმედებები აღმაშფოთებელი იყო! რამდენიმე კადრში კარგად ჩანს, რომ ჩვენს ფორვარდ გარი ჰუპერს მაისური ლამის შემოახიეს”, – განაცხადა "სელტიკის” მთავარმა მწვრთნელმა ნილ ლენონმა
თურქეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში, სატურნირო ცხრილის ლიდერმა „გალათასარაიმ" გასვლაზე ცხრილის ბოლოადგილოსანი „აკჰისარ ბელედიესპორი" დაამარცხა, ანგარიშით 2-1. სტუმართა შემადგენლობიდან ერთი ბურთი საკუთარ ანგარიშზე დიდიე დროგბმა ჩაიწერა. კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი 63-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე და სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდა სადებიუტო გოლის გასატანად. შეგახსენებთ, დროგბა ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს შეუერთდა თურქულ კლუბს, თავისუფალი აგენტის სატატუსით. შეთანხმება 1,5 წლის ვადით გაფორმდა. სავარაუდოდ, 2012/13 წლის სეზონში დროგბა 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო შემდეგ წელს – 4 მილიონს. ასევე კონტრაქტში ჩადებულია, ყოველ ჩატარებულ მატჩზე 15 ათასი ევროს გაცემა ბონუსის სახით.
„მანჩესტერ იუნაიტედმა" სანტიაგო ბერნაბეუ სასურველი შედეგით დატოვა, ეს შედეგი მათი აზრით უკეთესი იქნებოდა რომ არა რონალდოს ბრწყინვალე თამაში. ამის დამამტკიცებელია მატჩის მეორე დღეს რიო ფერდინანდის კომენტარი საკუთარ Twitter-ზე, რომელიც პორტუგალიელის ახლო მეგობარია: „ვინმე სხვასაც გაუჩნდა შეგრძნება, რომ კრისტიანოს ეს თავური დარტყმა აქამდეც ჰქონდა ნანახი? მოსკოვში მე მასთან გავიქეცი, რათა მიმელოცა. გასულ ღამეს კი მე მსურდა მასთან გავქცეულიყავი… და დამეხრჩო ის!!"-იხუმრა ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა.
|