infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 16 » დროგბამ დებიუტი გოლით აღნიშნა

დროგბამ დებიუტი გოლით აღნიშნა

დროგბათურქეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში, სატურნირო ცხრილის  ლიდერმა „გალათასარაიმ" გასვლაზე ცხრილის ბოლოადგილოსანი „აკჰისარ ბელედიესპორი" დაამარცხა, ანგარიშით 2-1.

სტუმართა შემადგენლობიდან ერთი ბურთი საკუთარ ანგარიშზე დიდიე დროგბმა ჩაიწერა. კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი 63-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე და სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდა სადებიუტო გოლის გასატანად.

შეგახსენებთ, დროგბა ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს შეუერთდა თურქულ კლუბს, თავისუფალი აგენტის სატატუსით. შეთანხმება 1,5 წლის ვადით გაფორმდა. სავარაუდოდ, 2012/13 წლის სეზონში დროგბა 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო შემდეგ წელს  – 4 მილიონს. ასევე კონტრაქტში ჩადებულია, ყოველ ჩატარებულ მატჩზე 15 ათასი ევროს გაცემა ბონუსის სახით.
Views: 595



Shadow


content top