Main »
- Archive
ინგლისის თასიდან გამოვარდნამ, „მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი ძალიან გაანაწყენა, მაგრამ ის არა აპირებს ამ ამბავზე ჩაციკვლას. „ბელქბერნთან" მატჩის განმავლობაში „არსენალი" დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო გოლის გატანა. ხოლო მეტოქის ერთ-ერთ იშვიათ შეტევას კაზიმ-რიჩარდსის გამარჯვების გოლი მოჰყვა, რამაც ლონდონელები ტურნირიდან გამოთიშა. „ვერ ამიხსნია, როგორ შევძელით და წავაგეთ, როცა ბურთს ჩვენ ვფლობდით და მოწინააღმდეგემ სულ ერთხელ დაარტყა კარისკენ. მაგრამ ისინი თავს კარგად იცავდნენ და ასეთ მატჩში, შეიძლება წააგო, თუ დაცვაში შეცდომას დაუშვებ, რაც „არსენალმა" მოახერხა. სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. შესაძლოა თქვენთვის ასეა, მაგრამ არა ჩემთვის. ჩვენ ურთულესი შეხვედრა გველის სამშაბათს და უნდა ვაჩვენოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, გუნდის მიმართ"
„იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე „რომასთან" მარცხის შემდეგ აცხადებს, რომ მისმა შეგირდებმა გუნდური თამაში ვერ აჩვენეს და წუხს რომ დასვენებისთვის საკმარისი დრო არ აღმოაჩნდათ. „თუ ჩვენ გუნდურად არ ვთამაშობთ, შედეგიც სახეზეა. მე არ დავადანაშაულებ კონკრეტულ ფეხბურთელებს, რადგან დღეს ვერ დავინახე გუნდი. ყველა თავისთვის თამაშობდა და ეს იმედგაცრუებას იწვევს. ვწუხვარ, რომ არ აღმოგვაჩნდა დამატებითი დასვენების დღე, რათა მატჩისთვის კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ვყოფილიყავით. „ბებერი სენიორას" დამრიგებელმა ასევე უპასუხა „ნაპოლის" მწვრთნელის ვალტერ მაცარის კრიტიკას, რომელსაც არ ესმის კონტეს ჩივილი ჩემპიონატის დაძაბული გრაფიკის გამო. „შვიდ დღეში ჩვენ სამი თამაში ჩავატარეთ, რამდენი ითამაშა „ნაპოლიმ"? ამის დათვლა სირთულეს არ წარმოადგენს. ნებისმიერ
...
Read more »
"პარის სენტ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ დევიდ ბექჰემი სათამაშოდ ჯერ მზად არ არის, აქედან გამომდინარე, ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი "სოშოსთან” მატჩს გამოტოვებს. მოგეხსენებათ, ვეტერანი ნახევარმცველი ფრანგულ კლუბს იანვარში, "ლოს ანჯელეს გალაქსიდან” შეუერთდა. "ბექჰემი "სოშოსთან” ვერ ითამაშებს, თუმცა პარიზში დარჩება, რათა ვარჯიში განაგრძოს. დევიდს ერთი კვირა კიდევ სჭირდება იმისათვის, რომ ფიზიკური კონდიციები გააუმჯობესოს, შემდეგ კი თამაშს შეძლებს. ჩვენს გუნდში არანაირი დაჯგუფებები არ არსებობს. დევიდს ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს”, – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.
"დორტმუნდის” 23 წლის შემტევმა, მარკო როისმა "აინტრახტთან” მოგებული მატჩის შემდეგ, თანაგუნდელი მარიო გიოტცე შეაქო. გუშინ, როისმა ჩინებული მატჩი ჩაატარა, მან სამი გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორ შემთხვევაში მას ასისტენტობა მარიო გიოტცემ გაუწია. "გიოტცესთან ერთად თამაში, დიდი პატივია. ყველამ ნახა მისი ორი საგოლე პასი. მარიო ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და შესანიშნავად თამაშობს. ძალიან გახარებული ვარ, რადგან გავიმარჯვეთ. "აინტრახტი” ძლიერი გუნდია”, – აცხადებს როისი.
„რომას" კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ, გამარჯვების გოლის ავტორმა იტალიის ჩემპიონატის მატჩში, „იუვენტუსის" წინააღმდეგ, ისაუბრა, თუ რამ მოუტანა მის გუნდს წარმატება. „თვალნათლივ ჩანდა, მატჩის დასაწყისში ცოტათი მორცხვად გამოვიყურებოდით. ამ მომენტში ჩვენთვის არაა მარტივი დრო, ხოლო „იუვენტუსი" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში. მე წარმატების მჯეროდა, ვინაიდან ჩვენ არ ვიმსახურებთ სატურნირო ცხრილში ახლანდელ პოზიციას. ფეხბურთელები ცდილობენ აჩვენონ ყველაფერი რაც შეუძლიათ, კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის. „იუვე" ხასიათის სიმტკიცის ხარჯზე დავამარცხეთ".
გუშინ, ლიონელ მესიმ "ბარსელონას” მაისურით 365-ე მატჩი ჩაატარა და მე-300 გოლი გაიტანა. არგენტინელმა ფეხბურთელმა "გრანადას” ორი გოლი გაუტანა. ლეომ მეტოქის კარი 50-ე და 73-ე წუთებზე დალაშქრა. შეგახსენებთ, რომ მესის "ბარსელონას” პირველ გუნდში დებიუტი 2004-2005 წლების სეზონში ჰქონდა. ოქროს ბურთის მოქმედმა მფლობელმა კატალონიური კლუბის მაისურით პირველი გოლი 2005 წელს, "ალბასეტეს” წინააღმდეგ გაიტანა. 25 წლის მოთამაშეს არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ 77 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი.
|