infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 16 » “სელტიკი” უეფასგან განმარტებას ითხოვს

“სელტიკი” უეფასგან განმარტებას ითხოვს

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გლაზგოს "სელტიკსა” და ტურინის "იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის (0:3) სამსაჯო ბრიგადის მუშაობით შოტლანდიური კლუბი უკმაყოფილო დარჩა. "კელტები” უეფასგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.

შოტლანდიელთა აზრით, ესპანელმა არბიტრმა ალბერტო უნდიანომ რამდენჯერმე თვალი დახუჭა ტურინელთა მხრიდან საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევაზე.

"ჩვენ ყველა ეს ეპიზოდი DVD დისკზე ჩავწერეთ და უეფას გავუგზავნეთ. მსაჯის მოქმედებები აღმაშფოთებელი იყო! რამდენიმე კადრში კარგად ჩანს, რომ ჩვენს ფორვარდ გარი ჰუპერს მაისური ლამის შემოახიეს”, – განაცხადა "სელტიკის” მთავარმა მწვრთნელმა ნილ ლენონმა
Views: 645



Shadow


content top