Main »
- Archive
22 წლის კალაათბურთელი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რიგით მესამე სეზონს ატარებს. პოლ ჯორჯი 16 თებერვალს გასამართ ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღებს მონაწილეობას.ეს იქნება ახალგაზრდა მოთამაშისთვის პირველი შესაძლებლობა,ასეთ შეხვედრაში თამაშის.ინდიანა პეისერსის კალათბურთელი ამ მიღწევისათვის დიდ მადლობას უხდის გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტს,ბრაიან შოს. "ბრაიანი ძალიან დამეხმარა.ის ერთადერთია,რომელიც ბოლომდე მიგებს.თუ კარგად თამაში არ გამომდის და გაუგებრობაში აღმოვჩნდები და იცის,რომ ყველაფერი სწორედ ჩემი მიზეზით ხდება,ამის შესახებ აუცილებლად მეტყვის! მას ჩემთვის არაფრის თქმა არ ერიდება,რაც ძალიან მახარებს.მსიამოვნებს მისგან რჩევების მოსმენა.ყველაზე მეტს მოედანზე ან ვარჯიშების შემდეგ ვსაუბრობთ.ამასთანავე,ხშირად ერთად ვუყურებთ ფილმებს,რა
...
Read more »
თვის დასაწყისში,ვალენსიასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში, კატალონიური გრანდის ლიდერმა მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო და მოედანზე მას შემდეგ არ გამოჩენილა. ბარსელონას მთავარი მწვრთნელის ასისტენტის,ხორდი რურას განცხადებით,ჩავი ერნანდესის თამაში ჩემპიონთა ლიგაზე,იტალიური მილანის წინააღმდეგ,ჯერ კიდევ საეჭვოა.მართალია,33 წლის ნახევარმცველმა დღეს კლუბთან ერთად ივარჯიშა,მაგრამ შესაძლოა ტრავმა გაუმიზეზდეს,ამიტომ გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია. "იქნება თუ არა მილანთან მატჩისთვის ჩავი მზად?მან დღეს ვარჯიში განაახლა,პრაქტიკულად ყველანაირი დატვირთვა დაძლია,მაგრამ უნდა დაველოდოთ და ზუსტად დავწმუნდეთ,როგორ იგრძნობს იგი თავს.ამ ყველაფერს კი,რამოდენიმე დღე დასჭირდება.”-განაცხადა ხორდი რურამ
როგორც ჩანს,21 თებერვლამდე ლოს ანჯელეს ლეიკერსი არც ერთ ტრანსფერს არ განახორციელებს. გასულ კვირას მაიამი ჰიტთან დაპირისპირების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი მაიკ დანტონი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და არსებული სიტუაცია განიხილა.გამოცდილი სპეციალისტი აპირებს სეზონი ამჟამინდელი მოთამაშეებით განვლოს და შეხვედრებში მონაწილეობის მიღების შანსი ყველა მათგანს მისცეს. "ამ პერიოდში შესაძლოა ისეთი მოთამაშე დაიმატო,რომელსაც გუნდში არსებული სიტუაციის არაფერი გაეგება და ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება.მომდევნო შეხვედრებში გამარჯვება გვმართებს,ახალწვეულებს კი შესაძლოა საერთოდ არ მიეცეს მოედანზე გასვლის შანსი.რთულია სეზონის ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. ისეთი კალათბურთელები მჭირდება,რომელთაც გუნდის სისტემა კარგად იციან.შესაძლო
...
Read more »
თორნიკე თარხნიშვილი კარიერას ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის კლუბ "ვენტსპილსში” გააგრძელებს. "ვენტსპილსის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ვადა მითითებული არ არის. ამჟამად, ლატვიელები შეკრებას თურქეთში გადიან და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგის პუჩინსკასმა, 22 წლის ფეხბურთელის შესახებ შემდეგი განაცხადა: "ზამთრის თასზე” ჩვენს რიგებში ჩატარებულ მატჩებში, თორნიკე თარხნიშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მას ნახევარდაცვაში თამაში რამდენიმე პოზიციაში შეუძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე ფეხბურთში უნივერსალიზმი განსაკუთრებით ფასდება. ის ტექნიკური ნახევარმცველია, რომელიც მოედანს კარგად ხედავს და ეჭვი არ მეპარება, რომ "ვენტსპილსს” სარგებელს მოუტანს. ახლა, თორნიკეს სჭირდება, რომ რაც შეიძლება მალე შეერწყას კოლექტივს, თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ არავითარი პრობლემა არ აქვს”. თარხნიშვილმა, მ
...
Read more »
გთავაზობთ გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის მომავალი ტურის წინ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ნუსხას. 15 თებერვალი ვოლფსბურგი – ბაიერნი ვოლფსბურგი – ტრავმირებულნი: დრეუესი, კირგიაკოსი, არნოლდი, ჰასანი, პანევიცი, პილარი. ბაიერნი – ტრავმირებულნი: რაედერი, რიედმიულერი, ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, პიზარო, ვეიჰრაუხი. მსაჯი: ცვაიერი. 16 თებერვალი ლევერკუზენი – აუგსბურგი ლევერკუზენი – ტრავმირებულნი: ლომბი, იელდელი, ბელარაბი, პუსჩი. აუგსბურგი – ტრავმირებულნი: გელიოსი, იენცში, ფილპი, ვერჰაეგი, მორავეკი, ნებელი, პეტრჟელა, ტიედე. მსაჯი: შმიდტი. ფორტუნ
...
Read more »
პოლონური ინტერნეტგამოცემა sport.pl-ი იუწყება, რომ ვლადიმერ დვალიშვილი პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ მისი შედეგი დადებითი იქნება, მაშინ ვარშავის "ლეგიასთან” კონტრაქტს გააფორმებს. ხსენებული გამოცემის ცნობით, "ლეგიას” დვალიშვილის ტრანსფერი დაახლოებით ნახევარი მილიონ ევრო დაუჯდება. 200000 ევრომდე "პოლონია” მიიღებს, ხოლო დანარჩენი თანხა დვალიშვილსა და ვარშავული კლუბის ყოფილ მეპატრონეს იოსიფ ვოიცეხოვსკის ჩაერიცხება, რომელსაც დვალიშვილის ტრანსფერზე გარკვეული უფლებები შენარჩუნებული ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ 570000 ზლოტი, რომელიც დვალიშვილმა "პოლონიას” პრეზიდენტ ირენეუშ კროლისგან მიიღო, იმ თანხის დაახლოებით მესამედია, რაც კლუბს ფეხბურთელის ემართა.
|