infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » ახალი ამბები

ახალი ამბები - Archive

ვან დერ საარმა შესაძლოა კარიერა აიაქსის გამო განაახლოს
van der saari
ჰოლანდიური ფეხბურთის ვეტერანებს შორის ვეტერანი ედვინ ვან დერ საარი, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 2011-წელს ჩამოკიდა, შესაძლოა საფეხბურთო მოედანზე დაბრუნდეს.

42-წლის ედვინი, რომელიც ამჟამად "აიაქსის” ადმინსტრაციულ განყოფილებაში მუშაობს, ფორმის შენარჩუნებას ამსტერდამულ კლუბის პირველ გუნდთან ერთად აგრძელებს.

"აიაქსს” კი "პსვ”-სთან მოახლოებული შეხვედრის წინ, გოლკიპერის პოზიციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს – გუნდს მეკარეების ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მხოლოდ იასპერ სილესენი დარჩა.

De Telegraaf იტყობინება, რომ "აიაქსის” მთავარი მწვრთნელის ფრანკ დე ბურის მ ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 732 Added: Sky Date: 09.04.2013 - 00:59

მოტა ბარსელონასთან ითამაშებს
mota
პარიზელების ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

"პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იტალიელი ნახევარმცველი ტიაგო მოტა "ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრის განაცხადში შეიყვანა, რომელიც ოთხშაბათს "კამპ ნოუზე” გაიმართება.

მოტამ, შეგახსენებთ, პირველი მატჩი, რომელიც ანგარიშით 2:2 დასრულდა, საზარდულის ტრავმის გამო გამოტოვა. ახლა კი, ნახევარმცველი სრულიად გამონჯამრთელდა, და, შესაძლოა, მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

კატალონიურ გრანდთან გასამართი საპასუხო შეხვედრის წინ "პსჟ”-ს ერთადერთი დან ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 647 Added: Sky Date: 09.04.2013 - 00:56

ერიკის მოედანზე დაბრუნება – სასწაულია
abidali
ექიმები ძალიან გაკვირვებულნი დარჩნენ იმით, რომ ფრანგმა მცველმა კარიერის განახლება მოახერხა.

ხუან კარლოს გარსია-ვალდეკასასი, ერთ-ერთი იმ ექიმთაგანი, რომლებმაც ერიკ აბიდალს გასულ წელს ოპერაცია ჩაუტარეს, ძალიან გაკვირვებული იყო იმით, რომ ფრანგმა, რომელმაც ღვიძლი გადაინერგა, დიდ ფეხბურთში დაბრუნება შეძლო.

"აბიდალის დაბრუნება – ნამდვილი სასწაულია. როდესაც ჩვენ მას ოპერაცია ჩავუტარეთ, მის გადარჩენას ვცდილობით, და არცერთი ჩვენთაგანი არ ფიქრობდა იმას, რომ ერიკი ფეხბურთში დაბრუნებას ეცდებოდა. შეძლებს თუ არა იგი კიდევ ორი წელიწადი თამაშს? შესაძლებელია, კი. ვფიქრობ, თუ მისი ორგანიზმი თავს ნორმალურად იგრძნობს, აბიდალი ფეხბურთს კიდევ რამოდენიმე წელიწადი ითამაშებს”, ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 707 Added: Sky Date: 09.04.2013 - 00:54

რიჩარდსი და მაიკონი ოპერაციიდან ბრუნდებიან
richardsi da maikoni
"მანჩესტერ სიტის” მცველები, პირველ გუნდში დაბრუნების ზღვარზე არიან, რომლებმაც ორშაბათს სარეზერვო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

მიკა რიჩარსმა და დუგლას მაიკონმა, თავიანთ ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად, "ბოლტონის” წინააღმდეგ სრული მატჩი ჩაატარეს, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა. სეზონის დასრულებამდე, ისინი სავარაუდოდ თავიანთი პირველი გუნდის დახმარებისთვის მზად იქნებიან.

შეგახსენებთ, რიჩარდსი მოედანზე გასული წლის ოქტომბერში მუხლის დაზიანების მიღების შემდეგ არ გასულა. მსგავსი დაზიანება ჰქონდა აგრეთვე მაიკონსაც, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა.
Category: ახალი ამბები Views: 642 Added: Sky Date: 09.04.2013 - 00:51

მოურინიო ლოპესს სამართლიანად ენდობა
lopez
ლეგენდარული ბრაზილიელი გოლკიპერი პორტუგალიელ სპეციალისტს "მეკარის საკითხზე” დაეთანხმა.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კარის დარაჯი კლაუდიო ტაფარელი, რომელიც "გალათასარაის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, თვლის, რომ "რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სწორედ იქცევა, როდესაც დიეგო ლოპესს, იკერ კასილიასის ხელის ტრავმის მოშუშების შემდგომ, მაინც ენდობა.

"დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მოურინიომ მიიღო – სამართლიანია. დიეგო ლოპესი იმ მომენტიდან ასრულებს დიდ სამუშაოს, როდესაც "რეალმა” იგი შეიძინა. მას ყველა საჭირო თვისება გააჩნია, რათა კარგ გოლკიპერად ჩაითვალოს, მისი ფიზიკური ფორმა კი უბრალოდ შესანიშნავია. ვნახე, როგორ ითამაშა დიეგომ "მანჩესტ ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 602 Added: Sky Date: 09.04.2013 - 00:49

შალკე რაულის საპატივცემულოდ მატჩს გამართავს
რაულ
"შალკე” ამ ზაფხულს გუნდის ყოფილი ფეხბურთელის რაულ გონსალეს ბლანკოს საპატივცემულოდ საზეიმო მატჩს გამართავს. ასე დაემშვიდობებიან გერმანული კლუბის გულშემატკივრები ცნობილ ესპანელ თავდამსხმელს.

თამაში 27 აპრილს გაიმართება, "შალკეს” მოწინააღმდეგე კი ამ მატჩში რაულის ამჟამინდელი კლუბი "ალ-სადი” იქნება.

შეგახსენებთ, რომ 35-წლის რაული გელზერკირხენულ კლუბში, სადაც მადრიდის "რეალიდან” გადაბარგდა, 2010-წლიდან 2012-წლამდე ასპარეზობდა, და ამ დროის განმავლობაში "შალკეს” მაისურით 66 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.
Category: ახალი ამბები Views: 570 Added: Sky Date: 09.04.2013 - 00:45

კარიერის დასრულება ტურინში მსურს
bufoni
35 წლის გოლკიპერი, მის მიმართ განხორციელებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ, სადაც "იუვენტუსმა” სტუმრად "ბაიერნის” წინააღმდეგ მარცხი განიცადა, ბევრი ადამიანი წაგების მიზეზად, ტურინელთა კიპერის ცუდ თამაშს ასახელებს. "რეკორდმაისტერთა” პრეზიდენტმა, ფრანც ბეკენბაუერმა, ჯიჯის ასეთი რამ უწოდა: "მოხუცი, რომელიც დროა წავიდეს”.

"კარიერის დასრულება ამ კლუბში მსურს, მაგრამ არა ამ ზაფხულს. ჩემი ამჟამინდელი კონტრაქტი, გუნდში კიდევ ორი წელი ასპარეზს ითვალისწინებს და მე ამ ვადის ბოლომდე ამოწურვას ვაპირებ. ნაადრევია იმის თქმა, თუ როდის ჩამოვკიდებ ბუცებს კედელზე.”-განაცხადა ჯიჯი ბუფონმა.
Category: ახალი ამბები Views: 660 Added: Sky Date: 08.04.2013 - 01:37

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 88 89 »
content top