infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » ახალი ამბები

ახალი ამბები - Archive

გვსურს უფრო მეტი, ვიდრე გვაქვს ახლა
robeni
მიუნხენის "ბაიერნის” ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, აიენ რობენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი განაღდებული ჩემპიონობის შემდეგ, დასვენებას არ აპირებს, რადგან მათ უფრო მეტი სურთ.

"დიდი დღე იყო. მე მთელი თამაში ვცდილობდი უფრო მეტი მომენტი შემექმნა და გულშემატკივრის სიმპატია დამემსახურებინა. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, რადგან ჩვენ დასვენებულები იტალიაში ვაპირებთ ჩასვლას”.

"ბუნდესლიგის თასი ჩვენია, რადგან უკვე სხვაობა ოცი ქულაა. ახლა ჩვენ უფრო მეტი გვსურს”-განაცხადა აიენ რობენმა.

"ბაიერნმა” გუშინ "აინტრახტთან” მორიგი სამი ქულა აიღო და ჩემპიონობა გაინაღდა. ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 743 Added: Sky Date: 08.04.2013 - 01:35

რობინიო სანტოსს ჯერ კიდევ სჭირდება
robinio
შესაძლოა, ზაფხულში ბრაზილიურმა კლუბმა თავისი აღზრდილის სამშობლოში დაბრუნება სცადოს.

"რაც შეეხება რობინიოს, მაშინ ჩვენი კლუბი უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე მის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს წამოვიწყებთ”, – აცხადებს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ოდილიო როდრიგესი.

"მილანთან” კონტაქტი გვექნება, როგორც კი ტრანსფერების განხორციელების შესაბამისი დრო დადგება”.

"ახლა კლუბს რამოდენიმე ფეხბურთელის სახით გაძლიერება სჭირდება, თუმცა მოლაპარაკებები ჯერჯერობით არავისთან წამოგვიწყია”, – დაამატა როდრიგესმა.
Category: ახალი ამბები Views: 631 Added: Sky Date: 08.04.2013 - 01:33

ტოტენჰემისა და ევერტონის სანახაობრივი ფრე
totenhemi evertoni
ანდრე ვილაშ-ბოაშის გაწვრთნილები გილფი სიგურდსონის გოლის წყალობით წაგებას გადაურჩნენ.

"ტოტენჰემი” – "ევერტონი” 2:2
გოლები: ადებაიორი, 1, სიგურდსონი, 87 – იაგიელკა, 14, მირალეში, 53

"ტოტენჰემი”: ლიორისი, უოლკერი, დოუსონი, კოლკერი, ვერტონგენი, პარკერი (კეროლი, 88), დემბელე (ჰადლსტოუნი, 75), ჰოლტბი, სიგურდსონი, დემპსი, ადებაიორი

"ევერტონი”: ჰოვარდი, დისტენი, იაგიელკა, ბეინსი, კოულმენი, ოსმანი, ჰეიტინგა, ბარკლი (იელავიჩი, 52), გიბსონი, მირალეში (ნეისმიტი, 86), ანიჩებე

გაფრთხილებე ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 665 Added: Sky Date: 08.04.2013 - 01:31

ვენგერი: მეტოქემ ბოლო წამამდე იბრძოლა
vengeri
ლონდონის "არსენალის” მთავარი მწვრთნელი, საკუთარი გუნდის გამარჯვებით კმაყოფილია (2:1).

"ეს იყო რთული მატჩი, ძლიერი მოწინააღმდეგის პირისპირ. "ვესტ ბრომვიჩი” ბოლო წამამდე იბრძოდა, მაგრამ ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ. ჩვენმა გუნდმა უმაღლესი კლასის შემსრულებლების წყალობით გაიმარჯვა.”-აცხადებს არსენ ვენგერი.

"მოვიპოვეთ ძალზე მნიშვნელოვანი სამი ქულა, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.”

"როსიცკი? თომასი "მეთოფეთა” ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ კვლავ რჩება. გუშინ მან შესანიშნავად ითამაშა. სამწუხაროდ, ჩეხი დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო. თუმცა, რო ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 611 Added: Sky Date: 08.04.2013 - 01:29

კაკამ ტრავმა მიიღო
kaka
ჟოზე მოურინიოს ასისტენტმა აიტორ კარანკამ დაადასტურა, რომ კაკა "ლევანტესთან” (5:1) გამართულ მატჩში ტრავმის გამო შეცვალეს.

57-ე წუთზე ბრაზილიელი არგენტინელმა ანხელ დი მარიამ შეცვალა. კარანკას სიტყვებით, უახლოეს დროში ამ დაზიანების სერიოზულობა გარიკვევა.

კაკამ გუშინდელ მატჩში "რეალის” მიერ გატანილი ხუთი ბურთიდან ერთი შეაგდო – 39-ე წუთზე მან თავისი მოპოვებული თერთმეტმეტრიანი აქცია გოლად.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში კაკამ ორი გოლი გაიტანა.
Category: ახალი ამბები Views: 593 Added: Sky Date: 08.04.2013 - 01:26

მოურინიო: ჩემპიონატი ნაადრევად დავთმეთ
mourinho
"რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სერხიო გოიკოჩეას პროგრამასთან Marca en Zona-სთან საუბარში მცირე კომენტარით შემოიფარგლა.

"ჩვენ ძალიან კარგ პერიოდს განვიცდით. სამეფო თასის ფინალში გავედით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშთან ახლოს ვართ. თუმცა ლა ლიგა "ბარსელონასთან” ბრძოლაში ძალიან ადრე დავთმეთ. თუმცა ეს ჩემპიონატია, სადაც მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბი თამაშობს”, – განაცხადა მოურინიომ.

ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურით ადრე "რეალი” "ბარსელონას” ცამეტი ქულით ჩამორჩება.
Category: ახალი ამბები Views: 662 Added: Sky Date: 08.04.2013 - 01:24

ბაიერნი – გერმანიის ჩემპიონი!
baierni
ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე სამხრეთის ვარსკვლავმა ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაიფორმა.

"აინტრახტი” – "ბაიერნი” 0:1
გოლი: შვაინშტაიგერი, 53

"აინტრახტი”: ნიკოლოვი, იუნგი, ზამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა, რუსი (შტენდერა, 71), როდე, აიგნერი, ლანიგი (ჩელოცი, 30), ინუი, მატმური (ლაკიჩი, 74)

"ბაიერნი”: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა, ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი, რობენი (რიბერი, 62), მიულერი (ლუის გუსტავო, 63), შაკირი, გომესი (პისარო, 74)

გაფრთხილებები: აიგნერი – ლუის გუსტავო, ხავი მარტინესი

27-ე წუთზე ალაბამ პენალტი ვერ გამოიყენა (ააცილა
Category: ახალი ამბები Views: 703 Added: Sky Date: 07.04.2013 - 02:43

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 88 89 »
content top