Sky Sports-ის მკითხველებმა "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრის ყველაზე ცუდ ფეხბურთელად დაასახელეს.
არგენტინელი ვარსკლავის საშუალო შეფასება 10-ბალიანი სისტემით 2,8 იყო.
შეგახსენებთ, 20 თებერვალს, "სან სიროზე" გამართულ შეხვედრაში მილანელებმა კატალონიური გრანდი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. 57-ე წუთზე თავი კევინ-პრინს ბოატენგმა გამოიჩინა, 81-ეზე კი სალი მუნტარიმ შეაგდო.
მესისაზე ცოტა მაღალი, 3,7 ბალი დაიმსახურეს "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ჟერარდ პიკემ და დანიელ ალვეშმა. სტუმართა გუნდში სხვა ფეხბურთელების საშუალო მაჩვენებელი კი 4 ბალზე მეტი იყო.
Sky Sports-ის მკითხველთა შეფასებების თანახმად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "მილანის" ფორვარდი კევი-პრინს ბოატენგია, რომელმაც 9,4 ბალი მიიღო.
მსგავსი გამოკითხვა კატალონიური გაზეთის "სპორტის" საიტზეც ჩატარდა და იქ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სესკ ფაბრეგასს ჰქონდა - 2,3 ბალი. რაც შეეხება მესის, ის 2,6 ბალით ბოლოდან მეორე აღმოჩნდა.
"მილანსა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო შეხვედრა 12 მარტს, ბარსელონაში გაიმართება.