infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 21 » მილანმა სწორად ითამაშა მაგრამ წინ საპასუხო მატჩია

მილანმა სწორად ითამაშა მაგრამ წინ საპასუხო მატჩია

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ "მილანთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც ყოველთვის, შენ არც ისე კარგად თამაშობ, შესაძლოა, მოხდეს ის, რაც დღეს მოხდა. 0-2 - ძალიან ცუდი შედეგია, მაგრამ საპასუხო მატჩი წინაა, სადაც შეცვომის გამოსწორება შეიძლება, რომელიც "სან-სიროზე" დავუშვით.

დეტალების გამო არ წაგვიგია. ყველა კომპონეტეტში გვაკლდა: მოქმედება, მომენტების შექმნა, სილაღე.

"მილანმა" სწორად ითამაშა და არ მოგვცა საშუალება გაგვეკეთებინა ის, რაც გვსურდა.

თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა, ეს "მილანია" და ეს უმაღლესი დონეა. აზრი არ აქვს ამ შედეგზე ბევრ საუბარს. ვიცით, რომ შეცდომის გამოსასწორებლად მეორე მატჩი გვაქვს.

საპასუხო შეხვედრა სულ სხვა ისტორიაა. სახლში ვითამაშებთ, სადაც უკეთესი მინდრვის საფარია, ვიდრე "სან-სიროზე". რა თქმა უნდა ეს გასამართლებელი საბუთი არაა, მაგრამ "მილანში" ცუდი საფარია", - თქვა ინიესტამ.
Views: 646



Shadow


content top