infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 21 » ბარსელონას საპასუხო მატჩში გამარჯვება ჭირდება

ბარსელონას საპასუხო მატჩში გამარჯვება ჭირდება

"ბარსელონას" მცველმა კარლეს პუიოლმა თავისი გუნდის "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში მარცხზე ისაუბრა.

20 თებერვალს, "სან სიროზე" გამართულ შეხვედრაში მილანელებმა კატალონიური გრანდი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს. 57-ე წუთზე თავი კევინ-პრინს ბოატენგმა გამოიჩინა, 81-ეზე კი სალი მუნტარიმ შეაგდო.

"ანგარიშით 0:2 წაგება - სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის, თუმცა თამაშის წინაც ვიცოდით, რომ ისეთ გუნდთან თამაში, როგორიც "მილანია", იოლი არასდროსაა. 

მასპინძლებმა ნამდვილი მებრძოლი სული გამოავლინეს. მოქმედებდნენ ძალიან აგრესიულად, რითაც პრაქტიკულად მოგვისპეს ჩვენი საფირმო ფეხბურთის ჩვენების საშუალება.

სათამაშო ინიციატივას მთელი მატჩის განმავლობაში ვფლობდით, მაგრამ რად გინდა - მართლა სახიფათო მომენტები ვერაფრით შევქმენით. "როსონერიმ" კი არამხოლოდ დაცვაში ითამაშა საიმედოდ, ორი გოლიც გაგვიტანა. 

მართალია, მილანელებს არ ჰქონიათ კარის აღების ბევრი შანსი, მაგრამ მათგან ორის გამოყენება კი მოახერხეს.

ვიმეორებ, ჩვენ ვიცოდით, რომ "სან სიროზე" იოლი თამაში არ გვექნებოდა.

ბარსელონაში გასამართ საპასუხო მატჩში სხვანაირად უნდა ვითამაშოთ. ასეთი სხვაობის აღმოფხვრა იოლი არ იქნება, მაგრამ საკუთარი თავის გვჯერა. თანაც, "კამპ ნოუზე" ჩვენი გულშემატკივრებიც შეგვასხამენ ფრთებს. 

არ მინდა მეოთხედფინალში გასვლის შანსების პროცენტულ მაჩვენებლებზე ვისაუბრო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ წინაშე ურთულესი ამოცანაა.

იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაში ბრძოლა გავარგძელოთ, ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ და საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ. მნიშვნელოვან მატჩებში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება გვაქვს, "მილანთან" საპასუხო მატჩი კი ფინალის ტოლფასი იქნება. 

ერთი სიტყვით, კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რა გველის ბარსელონაში", - აქვეყნებს პუიოლის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
Views: 481



Shadow


content top