Main »
- Archive
ესპანურმა გაზეთმა "დიარიო ას"-მა გულშემატკივრები გამოკითხა - ვინ სურთ მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს ნაცვლად. მოგეხსენებათ, სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ზაფხულში "რეალს" დატოვებს. ჟურნალისტებმა "დაადგინეს" კომპენსაციის რაოდენობა, რომელსაც მოურინიო ფლორენტინო პერესისგან მიიღებს - 10 მილიონი ევრო. ისიც ითქვა, რომ "რეალის" ხელმძღვანელობა უკვე შეუთანხმდა წინასწარ კარლო ანჩელოტის, რომელიც ახლა "პარი სენ-ჟერმენის" თავკაცია. გამოკითხვამ კი მოულოდნელი შედეგი აჩვენა - გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა - 73%, დანიელი მიქაელ ლაუდრუპის მომხრეა, რომელიც ამჟამად უელსურ "სუონსი სიტის" წვრთნის. შეგახსენებთ, რომ ლაუდრუპი "სამეფო კლუბის" ყოფილი ფეხბურთელია. მეორე ადგილზე გავიდა "ჩელსის" ესპანელი თავკაცი რაფაელ ბენიტესი 18%-ით. კარლო ანჩელოტის მომხრე კი მხოლოდ 9%-ია.&
...
Read more »
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისის "ლივერპულმა” ევროპის ლიგის 1/16-ფინალის ორმატჩიან რაუნდში სანქტ პეტერბურგის "ზენიტის” ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა, მერსისაიდელთა თავკაცი ბრენდან როჯერსი განმეორებით მატჩში საკუთარი შეგირდების მოქმედებით კმაყოფილი დარჩა. ერთი კვირის წინ გამართულ მატჩში რუსულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა (2:0), განმეორებით შეხვედრაში "ლივერპულმა” ჩამორჩენა გააბათილა (3:1), მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წესის თანახმად, მერვედფინალში "ზენიტი” გავიდა. "უწინარესად, მინდა გითხრათ, რომ ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელების მოქმედებით. მათ შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს, გამოავლინეს ურყევი ხასიათი და ვერაფერში დავადანაშაულებ. თავი გამოიჩინეს გულშემატკივრებმაც, რომელთა მხარდაჭერაც ფენომენალური იყო. ყველა ერთად - ფეხბურთელები, გულშემატკივ
...
Read more »
მადრიდის "რეალის” მეკარე იკერ კასილასმა საზოგადოებას ამცნო, რომ მოედანს ოთხი კვირის შემდეგ დაუბრუნდება. გამოცდილმა ესპანელმა კიპერმა ტრავმა "ვალენსიას” წინააღმდეგ გამართულ სათასო მატჩში მიიღო. კასილასს ოპერაცია გაუკეთეს, რამაც მეკარე საკმაო ხნით ფეხბურთის გარეშე დატოვა. "სამეფო კლუბმა” სასწრაფო წესით "სევილიას” გოლკიპერი დიეგო ლოპესი დაიმატა. კასილასი აღდგენით პროცესს გადის, მისი დაბრუნება მარტის ბოლოს არის დაგეგმილი. "თავს ნორმალურად ვგრძნობ. ექიმებმა მითხრეს, რომ ოთხი კვირის შემდეგ შემეძლება მოედანზე დაბრუნება. ვარჯიშს ვიწყებ, მაგრამ ცერა თითს ამ დრომდე ვერ ვამოძრავებ”, – ციტირებს კასილასის სიტყვებს Football-Espana. ცნობისთვის, "რეალი” შემდეგ მატჩს ესპანეთის პრიმერადივიზიონის 25-ე ტურში "დეპორტივოს” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ხვალ, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
31 წლის ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო აცხადებს, რომ მადრიდის "რეალს” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. როგორც იცით, ბოლო დროს, მაურინიოსა და იკერ კასილასს შორის ურთიერთობაზე ბევრს საუბრობენ. ჩაბი ალონსო კი ამბობს, რომ მათ შორის კარგი ურთიერთობაა. "მაურინიოსა და კასილასს ერთმანეთთან კარგი საქმიანი ურთიერთობა აქვთ, თუცმა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ლუდის დასალევად ერთად წავლენ. როგორც მწვრთნელი, მაურინიო ძალიან კარგი სპეციალისტია, შეიძლება, ითქვას, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოც კი. მან მომცა იმის საშუალება, რომ უფრო გავზრდილიყავი. ჟოზეს ფეხბურთელებთან კარგი დამოკიდებულება აქვს”, – თქვა ალონსომ Vanity Fair-თან ინტერვიუს დროს.
კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში, ტურინის "იუვენტუსის” მთავარი მიზანი, იტალიის ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაა. შეგახსენებთ, რომ ტურინელები სერია ა-ში უახლოეს მდევარს 4 ქულით უსრებენ, ხოლო ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იმყოფებიან. "ჩვენი მიზანი, იტალიის ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაა. ვიცით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ”, – უთხრა 27 წლის ნახევარმცველმა Tuttosport-ს. 1 მარტს, "იუვენტუსი” "ნაპოლის” ესტუმრება – ამ მატჩზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იტალიის ნაკრების მოთამაშე კარგი მატჩის მოლოდინშია. "მატჩი ორ კარგ გუნდს შორის ჩატარდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი სანახაობის მომსწრენი გავხდებით.”
როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის ლიგას გასული გათამაშების ჩემპიონი დაემშვიდობა. მადრიდის „ატლეტიკომ" ყაზანში კი მოიგო, მაგრამ ფალკაოს მიერ თამაშის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლი საკმარისი არ გამოდგა. ცნობისთვის, ევროპის ლიგის ბოლო 2 გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა, ამ სეზონში, თავი პირველად და უკანასკნელად გამოიჩინა. ტურნირი სამარცხვინოდ დაასრულა „ნაპოლიმ". საკუთარ კედლებში 0:3 მარცხის შემდეგ, ნეაპოლელებმა „პლზენთან" სტუმრადაც წააგეს. ამჯერად, უფრო „მოკრძალებული" ანგარიშით, 0:2. „ლივერპულმა", ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა კი მოახერხა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით, შემდეგ ეტაპზე მაინც „ზენიტი" გავიდა. სტუმრები მე-19 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც კარაგერმა, როგორც შემდგომში გაირკვა, მისთვის ბოლო საერთაშორისო მატჩში, შეცდომა დაუშვა დ
...
Read more »
|