როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპის ლიგას გასული გათამაშების ჩემპიონი დაემშვიდობა. მადრიდის „ატლეტიკომ" ყაზანში კი მოიგო, მაგრამ ფალკაოს მიერ თამაშის მიწურულს გატანილი ერთადერთი გოლი საკმარისი არ გამოდგა. ცნობისთვის, ევროპის ლიგის ბოლო 2 გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა, ამ სეზონში, თავი პირველად და უკანასკნელად გამოიჩინა.
ტურნირი სამარცხვინოდ დაასრულა „ნაპოლიმ". საკუთარ კედლებში 0:3 მარცხის შემდეგ, ნეაპოლელებმა „პლზენთან" სტუმრადაც წააგეს. ამჯერად, უფრო „მოკრძალებული" ანგარიშით, 0:2.
„ლივერპულმა", ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა კი მოახერხა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით, შემდეგ ეტაპზე მაინც „ზენიტი" გავიდა. სტუმრები მე-19 წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც კარაგერმა, როგორც შემდგომში გაირკვა, მისთვის ბოლო საერთაშორისო მატჩში, შეცდომა დაუშვა და ჰალკი რეინასთან პირისპირ გაიყვანა. შეხვედრის დარჩენილ ნაწილში, სუარესმა ჯარიმიდან 2-ჯერ გაიტანა და ალენმა თავი ერთხელ გამოიჩინა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.
დაძაბული გამოდგა კიდევ ერთი ინგლისური გუნდის თამაში, მაგრამ ამჯერად, კუნძულელებმა წარმატებას მიაღწიეს. „ლიონთან" სტუმრად გამართულ მატჩში, „ტოტენჰემი" თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში აგებდა, მაგრამ 90-ე წუთზე, დემბელემ ეფექტური გოლი გაიტანა და გუნდი მერვედფინალში გაიყვანა.
შემდეგ ეტაპზე გავიდა კიდევ ერთი ლონდონური გუნდი, მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ, „ჩელსის", „სპარტასთან" გაუჭირდა. „სტემფორდ ბრიჯზე" გამართული შეხვედრის მე-17 წუთზე, კადლეცმა მასპინძელთა საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა და ლაფატას ის გოლი გაატანინა, რომელმაც 2 მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა. „ჩელსიმ" 1/8-ფინალში გამსვლელი გოლის გატანა მხოლოდ 90-ე წუთზე მოახერხა. მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, აზარმა ერთი მცველი ცრუ მოძრაობით მოატყუა და ძლიერი დარტყმით, ბურთს ადგილი მეკარისგან ახლო ზედა კუთხეში მიუჩინა.
ერთი კვირის წინათ, გერმანიაში ჩატარებული დრამატული თამაშის შემდეგ, „ლაციომ" „გლადბახს" საქმე პირველივე ტაიმში მოუმთავრა. მე-10 და 33-ე წუთებზე, სტუმართა კარში გოლები კანდრევამ და გონსალესმა გაიტანეს, რის წყალობითაც, „ლაციო" შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„კლუჟი" ამჯერადაც იოლად დაამარცხა „ინტერმა", რომელმაც რუმინეთში გამართულ მატჩში, მასპინძლებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. პირველ ტაიმში, გუარინმა დუბლი გაიფორმა, ხოლო შეხვედრის მიწურულს, თავი ბენასიმაც გამოიჩინა.
ერთადერთი წყვილი, რომელშიც გამარჯვებული 180 წუთში ვერ გამოვლინდა, „სისტუა"-„აიაქსი" არის. ამსტერდამში 0:2 წაგების შემდეგ, ბუქარესტელებმა, შინ, ამავე ანგარიშით იმარჯვეს და საქმე ჯერ დამატებით ტაიმებამდე, ხოლო შემდეგ თერთმეტმეტრიანებამდე მიიყვანეს. პენალტების სერიაში, მასპინძლებმა ოთხივე დარტყმა გამოიყენეს, ხოლო სტუმრებმა 2 გააცუდეს და შედეგად, ჰოლანდია ევროტურნირების მიღმა რჩება.
ევროპის ლიგის 1/8-ფინალში, 3-3 წარმომადგენელი რუსეთსა და ინგლისს ჰყავთ. 2 გუნდი იტალიამ გაიყვანა, ხოლო კიდევ 8 ქვეყანა თითო წარმომადგენელს დასჯერდა.
1/8-ფინალის წყვილები ასე გამოიყურება:
პლზენი-ფენერბაჰჩე
ბენფიკა-ბორდო
ანჟი-ნიუკასლი
შტუტგარტი-ლაციო
ტოტენჰემი-ინტერი
ლევანტე-რუბინი
ბაზელი-ზენიტი
სტიაუა-ჩელსი
პირველი მატჩები 7 მარტს გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 14 მარტს.
რუბინი-ატლეტიკო 0:1 (0:0) (პირველი მატჩი 2:0)
გოლი: 0:1 ფალკაო (84)
გაძევება: ნავასი 89 (რუბინი)
მსაჯი: oვიდიუ ალინ ჰატეგანი (რუმინეთი)
მეტალისტი-ნიუკასლი 0:1 (0:0) (პირველი მატჩი 0:0)
გოლი: 0:1 ამეობი (64, პენ)
მსაჯი: სერჟ გუმიენი (ბელგია)
გენკი-შტუტგარტი 0:2 (0:1) (პირველი მატჩი 1:1)
გოლები: 0:1 ბოკა (45), 0:2 გენტნერი (58)
მსაჯი: ალონ იეფეტი (ისრაელი)
კლუჟი-ინტერი 0:3 (0:2) (პირველი მატჩი 0:2)
გოლები: 0:1 გუარინი (22), 0:2 გუარინი (45), 0:3 ბენასი (88)
გაძევება: კამორა 80 (კლუჟი)
მსაჯი: პაველ ჟილი (პოლონეთი)
დნიპრო-ბაზელი 1:1 (0:0) (პირველი მატჩი 0:2)
გოლები: 1:0 სელეზნიოვი (76, პენ), 1:1 შერი (81, პენ)
გაძევებები: კალინიჩი 63 - ფ. ფრაი 75
მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია)
ლაციო-გლადბახი 2:0 (2:0) (პირველი მატჩი 3:3)
გოლები: 1:0 კანდრევა (10), 2:0 გონსალესი (33)
მსაჯი: ჰუსეინ გოჩეკი (თურქეთი)
ლიონი-ტოტენჰემი 1:1 (1:0) (პირველი მატჩი 1:2)
გოლები: 1:0 გონალონი (17), 1:1 დემბელე (90)
მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)
პლზენი-ნაპოლი 2:0 (0:0) (პირველი მატჩი 3:0)
გოლები: 1:0 კოვარიკი (51), 2:0 ტეცლი (74)
მსაჯი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)
ჰანოვერი-ანჟი 1:1 (0:0) (პირველი მატჩი 1:3)
გოლები: 1:0 პინტო (70), 1:1 ტრაორე (90)
მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი)
ჩელსი-სპარტა 1:1 (0:1) (პირველი მატჩი 1:0)
გოლები: 0:1 ლაფატა (17), 1:1 აზარი (90)
მსაჯი: ალექსანდარ სტავრევი (მაკედონია)
ფენერბაჰჩე-ბატე 1:0 (1:0) (პირველი მატჩი 0:0)
გოლი: 1:0 ბარონი (45, პენ)
გაძევება: ბაგა 20 (ბატე)
მსაჯი: ენტონი გოტიე (საფრანგეთი)
ოლიმპიაკოსი-ლევანტე 0:1 (0:1) (პირველი მატჩი 0:3)
გოლი: 0:1 მარტინსი (9)
მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია)
ლივერპული-ზენიტი 3:1 (2:1) (პირველი მატჩი 0:2)
გოლები: 0:1 ჰალკი (19), 1:1 სუარესი (28), 2:1 ალენი (43), 3:1 სუარესი (59)
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
ბორდო-დინამო კ. 1:0 (1:0) (პირველი მატჩი 1:1)
გოლი: 1:0 დიაბატე (41)
მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია)
ბენფიკა-ლევერკუზენი 2:1 (0:0) (პირველი მატჩი 1:0)
გოლები: 1:0 ჯონი (60), 1:1 შიურლე (75), 2:1 მატიჩი (77)
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)
სტიაუა-აიაქსი 2:0 (პენ: 4:2) (პირველი მატჩი 0:2)
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)