infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 22 » იუვენტუსი ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოსახვედრად

იუვენტუსი ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოსახვედრად

კლაუდიო მარკიზიო აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში, ტურინის "იუვენტუსის” მთავარი მიზანი, იტალიის ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაა.

შეგახსენებთ, რომ ტურინელები სერია ა-ში უახლოეს მდევარს 4 ქულით უსრებენ, ხოლო ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იმყოფებიან.

"ჩვენი მიზანი, იტალიის ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაა. ვიცით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ”, – უთხრა 27 წლის ნახევარმცველმა Tuttosport-ს.

1 მარტს, "იუვენტუსი” "ნაპოლის” ესტუმრება – ამ მატჩზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იტალიის ნაკრების მოთამაშე კარგი მატჩის მოლოდინშია.

"მატჩი ორ კარგ გუნდს შორის ჩატარდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი სანახაობის მომსწრენი გავხდებით.”
Views: 752



Shadow


content top