infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 22 » კასილასი რეალს მანჩესტერთან ვერ დაეხმარება

კასილასი რეალს მანჩესტერთან ვერ დაეხმარება

მადრიდის "რეალის” მეკარე იკერ კასილასმა საზოგადოებას ამცნო, რომ მოედანს ოთხი კვირის შემდეგ დაუბრუნდება.

გამოცდილმა ესპანელმა კიპერმა ტრავმა "ვალენსიას” წინააღმდეგ გამართულ სათასო მატჩში მიიღო. კასილასს ოპერაცია გაუკეთეს, რამაც მეკარე საკმაო ხნით ფეხბურთის გარეშე დატოვა. "სამეფო კლუბმა” სასწრაფო წესით "სევილიას” გოლკიპერი დიეგო ლოპესი დაიმატა. კასილასი აღდგენით პროცესს გადის, მისი დაბრუნება მარტის ბოლოს არის დაგეგმილი.

"თავს ნორმალურად ვგრძნობ. ექიმებმა მითხრეს, რომ ოთხი კვირის შემდეგ შემეძლება მოედანზე დაბრუნება. ვარჯიშს ვიწყებ, მაგრამ ცერა თითს ამ დრომდე ვერ ვამოძრავებ”, – ციტირებს კასილასის სიტყვებს Football-Espana.

ცნობისთვის, "რეალი” შემდეგ მატჩს ესპანეთის პრიმერადივიზიონის 25-ე ტურში "დეპორტივოს” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ხვალ, ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.
Views: 441



Shadow


content top