infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 22 » "რეალის" ფანებს მიქაელ ლაუდრუპის მწვრთნელობა სურთ

"რეალის" ფანებს მიქაელ ლაუდრუპის მწვრთნელობა სურთ

ესპანურმა გაზეთმა "დიარიო ას"-მა გულშემატკივრები გამოკითხა - ვინ სურთ მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს ნაცვლად. 

მოგეხსენებათ, სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ზაფხულში "რეალს" დატოვებს. 

ჟურნალისტებმა "დაადგინეს" კომპენსაციის რაოდენობა, რომელსაც მოურინიო ფლორენტინო პერესისგან მიიღებს - 10 მილიონი ევრო. ისიც ითქვა, რომ "რეალის" ხელმძღვანელობა უკვე შეუთანხმდა წინასწარ კარლო ანჩელოტის, რომელიც ახლა 
"პარი სენ-ჟერმენის" თავკაცია.

გამოკითხვამ კი მოულოდნელი შედეგი აჩვენა - გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა - 73%, დანიელი მიქაელ ლაუდრუპის მომხრეა, რომელიც ამჟამად უელსურ "სუონსი სიტის" წვრთნის. შეგახსენებთ, რომ ლაუდრუპი "სამეფო კლუბის" ყოფილი ფეხბურთელია. 

მეორე ადგილზე გავიდა "ჩელსის" ესპანელი თავკაცი რაფაელ ბენიტესი 18%-ით. კარლო ანჩელოტის მომხრე კი მხოლოდ 9%-ია. 

გაზეთის გამოკითხვაში 40 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
Views: 620



Shadow


content top