Main »
- Archive
"ქალაქელების" მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა გაათავისუფლონ იგი მწვრთნელის პოსტიდან. "მე არ შემიძლია ყოველკვირეულად პასუხი გაგცეთ ერთიდაიმავე შეკითხვაზე, ველოდეთ თუ არა ჩემს გათავისუფლებას.არ მინდა, ყოველკვირეულად ვუარყო ჭორები ჩემ განთავისუფლების შესახებ" "ამასთან ერთად, მიჩნდება კითხვა, თუ რატომ უნდა შეცვალოს სიტის ხელმძღვანელობამ მწვრთნელი.არ მესმის რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი" - განაცხადა მანჩინიმ.
"მიხეილ მესხზე" საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თასის მფლობელი და ჩემპიონი დაუპირისპირდნენ. თამაში ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა. გუნდები, შარშანდელთან შედარებით, განსხვავებული შემადგენლობებით ასპარეზობდნენ, რადგან ორივე მათგანი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, სამაგიეროდ, ვიხილეთ ახალი მოთამაშეები ორივე გუნდის შემადგენლობაში. საერთოდ, მატჩზე რომ ვთქვათ, სანახაობრივი ვერ გამოდგა. პირველი ტაიმი ისე მიიწურა, მნიშვნელოვანი ეპიზოდი არცერთი გუნდის კიპერს შექმნია, თუ არ ჩავთვლით ბოლო წუთზე კაჭკაჭიშვილის თავურს, რომელიც გორელთა კარს ზემოდან გადასცდა. მატჩის სანახავად, სხვა თამაშების დასწრებისგან განსხვავებით, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მაყურებელი მოვიდა სტადიონზე. კლუბების ფანკლუბებმა ფეარშოუთი კიდევ უფრო გაალამაზეს შეხვედრა.
"ნიუკასლს" დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ძირითადი შემადგენლობის გოლკიპერის ტიმ კრულის გარეშე მოუწევს ასპარეზობა. ჰოლანდიელმა კიპერმა ევროპის ლიგის გუშინდელ გამართულ შეხვედრაში ხარკოვის "მეტალისტის" წინააღმდეგ ტერფის ტრავმა მიიღო. დღეს კრულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც აჩვენა, რომ ფეხბურთელს სერიოზული დაზიანება აღენიშნება. "ნიუკასლის" ექიმები ჯერჯერობით არ აცხადებენ, თუ რა დროის განმავლობაში იუქმებს გუნდის გოლკიპერი, თუმცა BBC იტყობინება, რომ კარის დარაჯი "კაჭკაჭების" დახმარებას დაახლოებით მომდევნო ხუთი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
"იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს გუნდში სერიოზული საკადრო დანაკლისი აქვს. დღეს დილით გამართულ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა და მცველმა მარტინ კასერესმა. სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, ლათინოამერიკელები საკუთარი გუნდის დახმარებას "სიენასთან" კვირას გასამართ შეხვედრაში ვერ შეძლებენ. ვიდალს მარჯვენა ფეხის დაზიანება აწუხებს, ხოლო კასერესმა ზურგში დისკომფორტი იგრძნო. შეგახსენებთ, რომ დაზიანების გამო მომდევნო შეხვედრაში "ბებერი ქალბატონის" დახმარებას ასევე ვერ შეძლებენ სიმონე პეპე და ჯორჯო კიელინი.
სტივენ ტეილორი აცხადებს რომ მისი გამოწვევა 2014 წლის მუნდიალზე თამაშია. "მე მსურს დავბრუნდე ინგლისის ნაკრებში,ძალიან მინდა 2014 წლის მუნდიალზე ვითამაშო,მე მსურს მალე ჩავდგე ფორმაში,რითაც ჩემი ინგლისის ნაკრებში დაბრუნება უფრო რეალური გახდება." "ჩემი აზრით მე ღირსი ვარ დავბრუნდე ნაკრებში,ამისათვის ყველაფერს ვაკეთებ,და რათქმაუნდა კიდევ ბევერს გავაკეთებ,აი ეს არის ჩემი პრიორიტეტი."–დაასრულა სტივენ ტეილორმა
მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელები ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან. რობერტო მანჩინი მიმდინარე სეზონში ცოტა არ იყოს უსუსურ სიტის ათამაშებს, რომელიც გასულ სეზონში ინგლისში საუკეთესო იყო. ახალ მწვრთნელად დანიშვნის ერთ-ერთი რეალური ვარიანტი ანდალოზიური მალაგას სპეციალისტი, მანუელ პელეგრინია. 24horas.cl-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მანჩესტერელები აუცილებლად ეცდებიან პელეგრინისთან მოლაპარაკებების წარმართვას. 59 წლის სპეცილიასტსაც სურს მალაგას დატოვება, სადაც უკკვე საკმაო ხანია, რაც უკიდურესი ფიუნანსური კრიზისი მძვინვარებს. მანჩესტერ სიტის ადმინისტრაცია პელეგრინის გარდა სხვა ვაინტებსაც განიხილავს, მათ ინტერესთა სფეროში ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე და ზენიტის სპეციალისტი ლუჩიანო სპალეტია.
|