Main »
- Archive
არსენალის მთავარი მწვრთნელი, რომელსაც ბოლო პერიოდში ყველა აკრიტიკებს, ვისაც კი არ ეზარება, ახლა სიტის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ გააკრიტიკა. ეს თემა მანჩინიმ პარასკევს წამოჭრა, როდესაც საქმე მის ფეხბურთელებზე მიდგა. მან განაცხადა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში საკუთარ ფეხბურთელებს გააკრიტიკებს და არ მოიქცევა ვენგერივით, რომელიც ნებისმიერი შედეგის ჩვენების შემდეგ ამხნევებს გუნდელებს. ის თვლის, რომ ნებისმიერი კრიტიკა, რომელსაც ფეხბურთელები მიიღებენ, უფრო მეტ მოტივაციას მატებს მათ და ეცებიან დაუმტკიცონ ყველას, რომ მათი წარუმატებლობა დროებითია. "მე არ ვარ არსენ ვენგერი, მე გამარჯვება მინდა. ვთვლი, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ მიიღოს შენიშვნები მწვრთნელისგან და სხვა პირებისაგან. ფეხბურთელი პროგრესს ვერ განიცდის იმ შე
...
Read more »
ინგლისის ნაკრების ყოფილ თავკაცს ამჯერად პრემიერ-ლიგაში მოღვაწეობა სურს. მისი თქმით ის პრემიერ-ლიგას ბრწყინვალედ მოერგებოდა,მისით ლონდონის "ჩელსი" ინტერესდებოდა,თუმცა აბრამოვიჩმა საბოლოოდ ბენიტესი აირჩია,კაპელოს თქმით მას სურს რომ "ჩელსი" გაწვრთნას. როგორც იცით კაპელო რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია,მაგრამ ის არ მალავს სიყვარულს ინგლისური ფეხბურთისადმი,და მზად არის დატოვოს რუსეთი თუ მას სარფიან შემოთავაზებას გაუკეთებენ. "მე მენატრება ბრიტანეთში გატარებული წლები,იქ მშვენიერი ატმოსფერო იყო,და რათქმაუნდა ძალიან ერთგული გულშემატკივარიც,აქ რუსეთში ჩვეულებრივ სტადიონი ნახევრად ცარიელია,მე ეს ძალიან მაწუხებს,და ამიტომაც მსურს რუსეთიდან წამოსვლა." "პრემიერ-ლიგა აბსოლიტურად მომხიბლავი ჩემპიონა
...
Read more »
მანჩესტერელების ფორვარდმა სერხიო აგუერომ უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ იგი "ბარსელონაში" ან "რეალში" გადადის. "მე ბედნიერი ვარ იმით, რომ "სიტიში" ვთამაშობ. აქ მე მაფასებენ და გულშემატკივრებს ვუყვარვარ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს",-აცხადებს აგუერო "ჩელსისთან" მატჩის წინ. "აქ უკვე ერთნახევარი წელიწადია, რაც ვთამაშობ, თუმცა ასე მგონია, რომ მთელი ცხოვრება ამ ქალაქში მაქვს გატარებული". "არსად წასვლა არ მინდა. სწორედ მანჩესტერელებთან მსურს წარმატების მოპოვება".
მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა ანტონიო ადანმა ზაფხულში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს. ეს განუცხადა ესპანურ პრესას კარის დარაჯის მამამ ენრიკე ადანმა: "ანტონიო დეპრესიაში იმყოფება, ძალიან ცუდ განწყობაზეა. იგი მუშაობას აგრძელებს, თუმცა საკუთარი პოზიციის გამო უკმაყოფილოა". "როგორც ჩანს, ანტონიო იძულებულია ზაფხულში "რეალი" დატოვოს. ახლა იგი მოედანზე არ გადის და სათადარიგოთა სკამზე ზის, თუმცა როდესაც კასილიასი დაბრუნდება, სიტუაცია უფრო გართულდება".
"მილანის" ნახევარმცველი რიკარდო მონტოლივო დარწმუნებულია, რომ მისი თანაგუნდელი სტეფან ელ შაარავი "ინტერთან" დერბის მთავარი გმირი გახდება. "ვფიქრობ, რომ ჩვენ ანგარიშით 1:0-ს მოვიგებთ ელ შაარავის გოლის წყალობით. სტეფანის დეპრესიაზე საუბარი არ ღირს, რადგან ან ის, ან ბალოტელი ყოველთვის მოახერხებენ გოლის გატანას",-აცხადებს "როსონერის" ნახევარმცველი La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში. "მე არ მითქვია ის, რომ ელ შაარავი ჩვენთვის ბევრს არ ნიშნავს. იგი მარიოს შესანიშნავად შეეწყო, და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ".
მადრიდელები მზად არიან ზაფხულში მორიგი ხმაურიანი ტრანსფერები გააკეთონ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ფლორენტინო პერესი საყვარელი საქმის კეთებას შეუდგა: კონკრეტულად კი ვარსკვლავების "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიწვევას. ესპანური პრესის ინფორმაციით, "თეთრების" პრეზიდენტი არჩევანს აგუეროს, ნეიმარს, ფალკაოს, ბეილსა და ისკოს შორის გააკეთებს. ზოგიერთი გამოცემის თქმით კი პერესი მზადაა ამ ჩამონათვალიდან 3 ფეხბურთელი შეიძინოს. ამას გარდა, გაურკვეველია თუ ვინ უთავკაცებს "სამეფო კლუბს" მომავალი სეზონიდან. მოურინიოს წასვლის ალბათობა კვლავინდებურად ძალიან დიდია. გულშემატკივრებს ახალი მწვრთნელის სტატუსში მიკაელ ლაუდრუპის ხილვა სურთ, რომელიც წარმატებით მუშაობს "სუონსიში". დანიელის გარდა, განიხილება ანჩელოტის, კლოპის და ვენგერის კანდიდატურე
...
Read more »
|