მანჩესტერელების ფორვარდმა სერხიო აგუერომ უარყო გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ იგი "ბარსელონაში" ან "რეალში" გადადის.
"მე ბედნიერი ვარ იმით, რომ "სიტიში" ვთამაშობ. აქ მე მაფასებენ და გულშემატკივრებს ვუყვარვარ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს",-აცხადებს აგუერო "ჩელსისთან" მატჩის წინ.
"აქ უკვე ერთნახევარი წელიწადია, რაც ვთამაშობ, თუმცა ასე მგონია, რომ მთელი ცხოვრება ამ ქალაქში მაქვს გატარებული".
"არსად წასვლა არ მინდა. სწორედ მანჩესტერელებთან მსურს წარმატების მოპოვება".