Main »
- Archive
დღეს,მანჩესტერ იუნაიტედი გასვლით შეხვედრაში პრემიერლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ ქუინ პარკ რეინჯერსს დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩის წინ,კრის სამბამ გათამაშების საუკეთესო ბომბარდირზე,რობინ ვან პერსიზე ისაუბრა და ჟურნალისტებს მისი შეჩერებაც კი დაჰპირდა!მოგეხსენებათ,სენეგალელი ცენტრალური მცველი ნისლიონ ალბიონზე ზამთარში დაბრუნდა.ქპრ-მ მახაჩკალის ანჟის მის სანაცვლოდ 14.5 მილიონი ევრო გადაუხადა. "ვან პერსი დიდებული ფეხბურთელია,თუმცა რამოდენიმე კვირაა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ვმუშაობ.ახლა გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს,ამიტომ თავდამსხმელებს გაუჭირდებათ ჩემთან ორთაბრძოლაში გამარჯვების მოპოვება.მართალია,ჰოლანდიელი საოცარ სათამაშო ფორმაში იმყოფება,მაგრამ ვიმედოვნებ მოვახერხებ მის შეჩერებას.”-განაცხადა კრის სამბამ.
მადრიდის "რეალის” შემტევი, კრისტიანო რონალდო მიიჩნევს, რომ კრიტიკა ფეხბურთის ნაწილია, ამიტომ ის არ ღიზიანდება იმით, როცა მასზე, როგორც ფეხბურთელზე ცუდად საუბრობენ. შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალს” ესპანეთის ჩემპიონატის მოგების ძალიან მცირე შანსი აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის მეორე მატჩში, "მანჩესტერ იუნაიტედთან” "ოლდ ტრაფორდზე” მოუწევს დაპირისპირება. "მადრიდის "რეალი” მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბია, ამიტომ ხალხი ჩვენგან ყოველთვის კარგ თამაშს ელის. ვფიქრობ, ყოველთვის არის იმის შანსი, რომ პროგრესი განვიცადოთ. კრიტიკა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია: ჩვენ ამით უნდა ვიცხოვროთ. ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ხშირად, მოედნის გარეთ მყოფ პიროვნებას მაკრიტიკებენ. როგორც ფეხბურთელს, თუ გამაკრიტიკებენ, ეს არ მეწყინება”, – აცხადებს პორტუგალიელი.
არსენ ვენგერი ამტკიცებს, რომ "არსენალს” შეუძლია, 80 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს კოლუმბიელ რადამელ ფალკაოში, რადგან კლუბი რადიკალურად ცვლის საფინანსო პოლიტიკას. Daily Mail-ის ცნობით, ოთხი დღის წინ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნთან” დამარცხების (1:3) შემდეგ, "მეთოფეები” ქომაგების საშინელი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და როგორც ჩანს, კლუბის მფლობელები ზაფხულში უპრეცედენტო ბიუჯეტს მიიღებენ და ახალი ფეხბურთელების შესაძენად ძალიან დიდ ფულს დახარჯავენ. შეგახსენებთ, რომ 27 წლის კოლუმბიელის გადაბირება "ჩელსის” და "სიტისაც” სურთ. სავარაუდო თანხად 40 მილიონი სახელდება.
"შალკეს” ხელმძღვანელობამ უეფაში საჩივარი შეიტანა და უკვე ფეხბურთის მმართველი ორგანოდან დასტურიც მიიღო, რომ ეს საკითხი საგანგებოდ განიხილება. გერმანელები ევროპის ლიგის პირველ მეთექვსმეტედფინალურ მატჩში, "გალათასარაის” რიგებში დიდიე დროგბას თამაშს აპროტესტებენ. "ჩემპიონთა ლიგის რეგლამენტის 18.18 პუნქტის თანახმად, მერვედფინალური ეტაპის წინ კლუბს განაცხადში მაქსიმუმ სამი ახალი ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. წლეულსაც ასე უნდა ყოფილიყო, ოღონდ ყველა სატრანსფერო ფორმალობა 1 თებერვლამდე უნდა მოეგვარებინათ. "გალათასარაიმ” კი თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დიდიე დროგბას განაცხადში შეყვანის შესახებ ინფორმაცია 12 თებერვალს გაავრცელა” – იუწყება "შალკეს” პრეს-სამსახური. უეფა გერმანულ საჩივარს 27 თებერვალს განიხილავს.
გერმანიის ბუნდესლიგის 23–ე ტური „მშრალი" მატჩით დაიწყო – „ფრაიბურგმა" ფრანკფურტის „აინტრახტს" უმასპინძლა და უგოლოდ გაეყარა. გუნდების სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგეხსენებათ, „ფრაიბურგი" და „აინტრახტი", შესაბამისად, მე–5 და მე–4 ადგილებზე არიან. მატჩი მეტ–ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ლოგიკური ანგარიშითაც დასრულდა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნას ფრაიბურგელები უფრო ახერხებდნენ. მცდელობების მიუხედავად, გუნდებმა ერთმანეთის კარს გასაღები ვერაფრით მოარგეს და საბოლოოდ, 0:0–ით დაკმაყოფილდნენ. ფრაიბურგი. „მაგე სოლარ შტადიონი". 23400 ფრაიბურ
...
Read more »
მადრიდის "რეალის” მცველი სერხიო რამოსი გამოტყდა, რომ საერთაშორისო არენაზე მხარს "ბარსელონას” უჭერს. "ჩვენ და "ბარსელონა” კონკურენტები ვართ, მაგრამ როცა ესპანური კლუბი უცხოური გუნდის წინააღმდეგ თამაშობს, ყოველთვის ჩემი თანამემამულეების მხარეს ვარ. რას გეტყვით მიუნხენის "ბაიერნის” წინააღმდეგ გამოუყენებელ პენალტზე? ვხედავდი, როგორ იტანჯებოდნენ დედაჩემი და ჩემი ძმა. გამოცდილება აძლიერებს. როდესაც შეცდომას უშვებ, ძირს არ უნდა დაეცე და უნდა განაგრძო ზრდა, როგორც ადამიანმა”, – რამოსის სიტყვები El Hormiguero-მ გამოაქვეყნა.
|