მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა ანტონიო ადანმა ზაფხულში შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
ეს განუცხადა ესპანურ პრესას კარის დარაჯის მამამ ენრიკე ადანმა:
"ანტონიო დეპრესიაში იმყოფება, ძალიან ცუდ განწყობაზეა. იგი მუშაობას აგრძელებს, თუმცა საკუთარი პოზიციის გამო უკმაყოფილოა".
"როგორც ჩანს, ანტონიო იძულებულია ზაფხულში "რეალი" დატოვოს. ახლა იგი მოედანზე არ გადის და სათადარიგოთა სკამზე ზის, თუმცა როდესაც კასილიასი დაბრუნდება, სიტუაცია უფრო გართულდება".