მადრიდის "რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმ 24 ფეხბურთელის ვინაობა გაამხილა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩისთვის გუნდს მანჩესტერში გაჰყვებიან. აღსანიშნავია, რომ "სამეფო კლუბის” პორტუგალიელმა თავკაცმა განაცხადში იკერ კასილასიც შეიყვანა, რომელმაც ხელის თითის ტრავმის გამო უკვე ოთხი კვირა გამოტოვა.
"რეალი” "ოლდ ტრაფორდს” ამ შემადგენლობით ეწვევა:
მეკარეები: კასილასი, ადანი, დიეგო ლოპესი, ხესუსი;
მცველები: რამოსი, არბელოა, მარსელო, ალბიოლი, ვარანი, პეპე, კოენტრაუ, კარვალიუ;
ნახევარმცველები: მოდრიჩი, ალონსო, ხედირა, იოზილი, კაკა, კალეხონი, დი მარია, ესიენი, მორატა;
თავდამსხმელები: რონალდო, ბენზემა, იგუაინი.