Main »
- Archive
კატალონიის "ბარსელონას” ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, "მილანის” წინააღმდეგ მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრა "სეზონის უდიდესი თამაში” იქნება. შეგახსენებთ, რომ "როსონერისა” და "ბლაგაურნას” შორის ჩატარებული პირველი მატჩი, "შავ-წითლების” გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. რაც შეეხება განმეორებით შეხვედრას, ის 12 მარტს, "კამპ ნოუზე” გაიმართება. "სამშაბათს, სეზონის უდიდესი თამაში გველის. ყველას აქვს იმედი იმისა, რომ გავიმარჯვებთ. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ხშირად შევუტიოთ. რასაკვირველია, არ უნდა მოვდუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქე გოლს გაგვიტანს და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ჩემი გუნდის მჯერა”, – უთხრა ფაბრეგასმა ჟურნალისტებს.
ცნობილი გახდა გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის მიხაელ ბალაკის გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარების თარიღი და ადგილი. ”ბაიერის”, ”ჩელსის”, ”ბაიერნისა” და ”კაიზერსლაუნტერნის” ყოფილი მოთამაშე თავის მეგობრებს ლეიპციგში პატიჟებს, სადაც 5 ივნისს საქველმოქმედო მატჩი ჩატარდება. ”მე ღირსეულად მინდა დავემშვიდობო ჩემს კოლეგებსა და გულშემატკივრებს და მადლობა გადავუხადო ამ ხალხს იმისთვის, რომ ისინი ჩემს გვერდით იდგნენ და მათი წყალობით ჩემს წინაშე ყოველთვის ახალი მიზნები იყო. მათი წყალობით მთელი ჩემი კარიერის განმალობაში მე პროგრესს განვიცდიდი”, – განაცხადა ბალაკმა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე გასულ წელს დაკიდა. ”ლეიპციგი – შესანიშნავი ქალაქია, წარმოშობით მე საქსონიიდან ვარ. ფეხბურთის თამაში სწორედ იქ დავიწყე”, – დაასრულა გერმანელმა.
რომაულ კლუბს ევროპის ლიგის 1/4 ფინალში გასვლამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება. "შტუტგარტი” – "ლაციო” 0:2 გოლები: ედერსონი, 21, ონაზი, 56 "შტუტგარტი”: ულრაიხი, საკაი, ტასკი, რიუდიგერი, ბოკა, კვისტი (ჰარნიკი, 55), გენტნერი, ოკაზაკი, მაკსიმი (ჰაინალი, 41), ტრაორე, მაკედა "ლაციო”: მარკეტი, პერეირინია, სიანი, ცანა, ონაზი, ერნანესი (გონსალესი, 72), კანდრევა, ედერსონი (ლედესმა, 64), ლულიჩი, კოზაკი (ფლოკარი, 84) გაფრთხილებები: ტასკი, ჰარნიკი – ერნანესი, სიანი, ცანა
ევროპის ლიგის პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში "სტიაუამ” საკუთარ მოედანზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გატანილი გოლის წყალობით "ჩელსისთან” მინიმალური ანგარიშით მოიგო. "სტიაუა” – "ჩელსი” 1:0 გოლი: რუჩესკუ, 34 (პენალტით) "სტიაუა”: ტატარუშანუ, რაპა, შუკალა, კირიკეში, ლატოვლევიჩი, პინტილიი (პრეპელიცე, 58), ბოურჩანუ, პოპა, კიპჩუ, ტანასე (ლეანდრო ტატუ, 82), რუჩესკუ (გარდოში, 90+2) "ჩელსი”: ჩეხი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ტერი, ბერტრანდი, მიკელი, ლამპარდი, ბენაიუნი (მატა, 64), ოსკარი, აზარი (მარინი, 75), ტორესი გაფრთხილებები: პინტილიი – ბერტრანდი, მიკელი
გუნდებმა მახაჭკალაში გამართული პირველი მერვედფინალური შეხვედრა უგოლო ფრით დაასრულეს. "ანჟი” – "ნიუკასლი” 0:0 "ანჟი”: გაბულოვი, ეშენკო (ლოგაშოვი, 90), ჟოაო კარლოსი, ჟირკოვი, ევერტონი, ჟუსილეი, შატოვი (კარსელა-გონსალესი, 84), ახმედოვი, დიარა, ვილიანი (ტრაორე, 22), ეტო’ო "ნიუკასლი”: ელიოტი, სიმპსონი, იანგა-მბივა, პერჩი, აიდარა, კაბაიე (ტიოტე, 84), სისოკო, ანიტა (ს.ტეილორი, 75), ბენ არფა (შ.ამეობი, 64), მარვო, ობერტანი გაფრთხილებები: აიდარა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაზაფხულის ბოლოს კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი შედგება. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობას "მილანის” ფეხბურთელები მიიღებენ. "ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი არ ვიცი, თუ როდის შედგება ეს მატჩი, თუმცა, სავარაუდოდ, გაზაფხულის ბოლოს, როცა დათბება, შეხვედრა გაიმართება. ქართველ გულშემატკივრებთან პირობა მაქვს დადებული, რომ ეს მატჩი შედგება. ჩვენ ადრეც გვსურდა შეხვედრის გამართვა, თუმცა მაშინ გარკვეული მიზეზების გამო ამის შესაძლებლობა არ მომცეს”, – განაცხადა ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ფეხბურთელმა. კალაძის თქმით, ქართველ ქომაგებს პაოლო მალდინის, ჯენარო გატუზოს და ალესანდრო კოსტაკურტას თამაშის ხილვის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცემა. "სტუმრები, ალბათ, ის ფეხბურთელები იქნებიან, ვისთან ერთადაც ამ ათი წლის
...
Read more »
|