Main »
2013 » March » 8 » ბალაკი ფეხბურთს ემშვიდობება
ბალაკი ფეხბურთს ემშვიდობება
ცნობილი გახდა გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის მიხაელ ბალაკის გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარების თარიღი და ადგილი.
”ბაიერის”, ”ჩელსის”, ”ბაიერნისა” და ”კაიზერსლაუნტერნის” ყოფილი მოთამაშე თავის მეგობრებს ლეიპციგში პატიჟებს, სადაც 5 ივნისს საქველმოქმედო მატჩი ჩატარდება.
”მე ღირსეულად მინდა დავემშვიდობო ჩემს კოლეგებსა და გულშემატკივრებს და მადლობა გადავუხადო ამ ხალხს იმისთვის, რომ ისინი ჩემს გვერდით იდგნენ და მათი წყალობით ჩემს წინაშე ყოველთვის ახალი მიზნები იყო. მათი წყალობით მთელი ჩემი კარიერის განმალობაში მე პროგრესს განვიცდიდი”, – განაცხადა ბალაკმა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე გასულ წელს დაკიდა.
”ლეიპციგი – შესანიშნავი ქალაქია, წარმოშობით მე საქსონიიდან ვარ. ფეხბურთის თამაში სწორედ იქ დავიწყე”, – დაასრულა გერმანელმა.