infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 8 » ბარსელონას მილანთან დიდი თამაში ელოდება

ბარსელონას მილანთან დიდი თამაში ელოდება

ბარსელონა, მილანიკატალონიის "ბარსელონას” ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, "მილანის” წინააღმდეგ მერვედფინალის განმეორებითი შეხვედრა "სეზონის უდიდესი თამაში” იქნება.

შეგახსენებთ, რომ "როსონერისა” და "ბლაგაურნას” შორის ჩატარებული პირველი მატჩი, "შავ-წითლების” გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. რაც შეეხება განმეორებით შეხვედრას, ის 12 მარტს, "კამპ ნოუზე” გაიმართება.

"სამშაბათს, სეზონის უდიდესი თამაში გველის. ყველას აქვს იმედი იმისა, რომ გავიმარჯვებთ. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ხშირად შევუტიოთ. რასაკვირველია, არ უნდა მოვდუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქე გოლს გაგვიტანს და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ჩემი გუნდის მჯერა”, – უთხრა ფაბრეგასმა ჟურნალისტებს.
Views: 574



Shadow


content top