Main »
- Archive
sport.es-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ” კლუბის 31-წლის თავდამსხმელ დავიდ ვილიას ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ფეხბურთელს კატალონიურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა "ბლაუგრანას” ვილიას შენარჩუნება სურს. შეთანხმების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. ვილია "ბარსელონაში” 2010 წლის ზაფხულში "ვალენსიადან” 40 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა კატალონიური გუნდის ფორმით სხვადასხვა ტურნირებში ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
"ბაიერნის” თავდამსხმელი, მარიო გომესი აცხადებს, რომ მისი საქმე ფეხბურთის თამაშია და დატოვებს თუ არა კლუბს, ეს ხელმძღვანებლობის გადასაწყვეტია. შეგახსენებთ, პრესაში ხშირად წერენ იმის შესახებ, თითქოს, 27 წლის მოთამაშე ბავარიული კლუბის დატოვებას აპირებს. "კითხვები, რომლებიც ჩემს მომავალს ეხება, არ მომწონს. ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია. ყველაფერს ის ადამიანები წყვეტენ, რომლებიც "ბაიერნს” მართავენ. მე მხოლოდ მოთამაშე ვარ და არ ვიცი, დავრჩები თუ არა გუნდში. კლუბმა ღიად განაცხადა, რომ მე მათ რიგებს არ დავტოვებ, ამრიგად ამ თემაზე ბევრი საუბარი არ ღირს”, – უთხრა გომესმა Tuttosport-ს.
ინგლისურ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა დასკვნითი ტესტ-მატჩი ჩაატარა. ილია მაისურაძი შეგირდები ქოვენთრის "ბროდ სთრითის” მოედანზე ინგლსელთა 17-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდნენ და 12:34 (7:12) წააგეს. გასულ შეხვედრაში ახალგაზრდა "ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა ასეთი იყო: 1. დავით ფხაკაძე; 2. ბადრი ალხაზიშვილი; 3. ზაურ ხარებავა; 4. თორნიკე ზოიძე; 5. როლანდ კვაჭაძე; 6. ბადრი დანგაძე; 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი; 8. ჟორა მღებრიშვილი; 9. ვასილ ლობჟანიძე. 10. რევაზ ჯინჭველაშვილი; 11. იოსებ კიკვაძე; 12. თემურ ირემაძე; 13. დევი დევსურაშვილი; 14. ბადრი ლიპარტელიანი; 15. ირაკლი სვანიძე; შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები
...
Read more »
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა ჯეიკობ პულენმა იტალიური "ოკნოპლასტ ბოლონიას” რიგებში ჩინებული დებიუტი მოიწყო. პულენმა "ტრენკვალდერ რეჯიო ემილიას” წინააღმდეგ 21 წუთს ითამაშა და 22 ქულა ჩააგდო. ჯეკობი ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მატჩის ერთ-ერთ გმირად კი იქცა. პულენმა 6-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 22 ქულას 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი წაამატა. ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა ბურთი სამჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა. თამაში "ოკნოპლასტის” აშკარა უპირატესობით
...
Read more »
მოგეხსენებათ, როი ჰოჯსონმა "ემიუს” მცველი სან-მარინოსა და ჩერნოგორიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისათვის ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. თუმცა, "იუნაიტედის” თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ "ემიუმ” შესაძლოა რიო ნაკრებში არ გაუშვას. თავიდან შოტლანდიელი გუნდის სამედიცინო შტაბთან მოლაპარაკებას აპირებდა. მას შემდეგ, რაც "ემიუს” ექიმებმა "მწვანე აანთეს”, ფერდინანდის წასვლას ფერგიუსონიც დათანხმდა. "დიახ, რიო ინგლისის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში იქნება”, – განაცხადა სერ ალექსმა, როდესაც Guardian-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. შეგახსენებთ,
...
Read more »
ლონდონურ დერბიში "ფულემმა” ბულგარელი თავდამსხმელის ერთადერთი გოლის წყალობით "უაიტ ჰარტ ლეინზე” "დეზები” დაამარცხა. "ტოტენჰემი” – "ფულემი” 0:1 გოლი: ბერბატოვი, 52 "ტოტენჰემი”: ლიორისი, ნოტონი, დოუსონი (დემპსი, 46), კოლკერი, ვერტონგენი, პარკერი, დემბელე (კეროლი, 67), სიგურდსონი (დეფო, 62), ბეილი, ასუ-ეკოტო, ადებაიორი "ფულემი”: შვარცერი, რიტერი, ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე, დეჟაგა, კარაგუნისი (ენო, 77), სიდველი, დაფი, რუისი (ემანუელსონი, 90+2), ბერბატოვი გაფრთხილებები: დემპსი – დეჟაგა
|