infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 18 » გომესის ბედი ბაიერნის ხელშია

გომესის ბედი ბაიერნის ხელშია

"ბაიერნის” თავდამსხმელი, მარიო გომესი აცხადებს, რომ მისი საქმე ფეხბურთის თამაშია და დატოვებს თუ არა კლუბს, ეს ხელმძღვანებლობის გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, პრესაში ხშირად წერენ იმის შესახებ, თითქოს, 27 წლის მოთამაშე ბავარიული კლუბის დატოვებას აპირებს.

"კითხვები, რომლებიც ჩემს მომავალს ეხება, არ მომწონს. ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია. ყველაფერს ის ადამიანები წყვეტენ, რომლებიც "ბაიერნს” მართავენ. მე მხოლოდ მოთამაშე ვარ და არ ვიცი, დავრჩები თუ არა გუნდში. კლუბმა ღიად განაცხადა, რომ მე მათ რიგებს არ დავტოვებ, ამრიგად ამ თემაზე ბევრი საუბარი არ ღირს”, – უთხრა გომესმა Tuttosport-ს.
Views: 955



Shadow


content top