Main »
- Archive
ბრაზილიური "სანტოსი” "მილანის” თავდამსხმელის რობინიოს ხელში ჩაგდების იმედს არ კარგავს. "ჩვენ რობინიოს გადაბირებით ვართ დაინტერესებულნი. თუმცა "მილანთან” მოლაპარაკებებს ზაფხულში დავიწყებთ, როდესაც ბრაზილიაში ახალი სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება”, – აცხადებს "სანტოსის” სპორტული დირექტორი ანდრე ზანოტა. "ამ მომენტისათვის ჩვენი შანსები რობინიოს გადაბირებასთან დაკავშირებით არც თუ ისე დიდია, თუმცა ზაფხულში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს”. შეგახსენებთ, "წმინდანები” ფორვარდის გადაბირებასთან ახლოს ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე იყვნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ტრანსფერი ჩაიშალა.
ლონდონის "ჩელსის” მცველი გარი კეჰილი ინგლისის ნაციონალურ ნაკრებს სან-მარინოსთან გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. "არისტოკრატების” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ზემოთნახსენებ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. კეჰილის ტრავმის ხასიათთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი არ არის ცნობილი. ცნობილია, რომ ინგლისის ნაციონალური ნაკრების ექიმები იმედოვნებენ, რომ ფეხბურთელი ჩერნოგორიასთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება, რომელიც ზუსტად ერთი კვირის თავზე გაიმართება. ტრავმირებულ კეჰილს ნაკრების შემადგენლობაში "ნიუკასლის” მცველი სტივენ ტ
...
Read more »
ინგლისის ნაკრების წევრი ფრენკ ლემპარდი ეროვნულ გუნდში თავის ყოფილ თანაგუნდელზე, მაიკლ ოუენზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელთან ერთად ფეხბურთის თამაში მისთვის დიდი პატივი იყო. შეგახსენებთ, რომ 33 წლის ოუენმა საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. "მაიკლს ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა. ამაყი ვარ იმით, რომ მასთან ერთად თამაშის ბედნიერება მქონდა. ვფიქრობ, ის ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ბომბარდირი. მაიკლი უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. ვფიქრობ, მისი კარიერის პიკი მიუნხენში, გერმანიის ნაკრების კარში შესრულებული
...
Read more »
იტალიური "რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, მან საფეხბურთო კარიერა ერთი წლის შემდეგ დაასრულოს. ცოტა ხნის წინათ, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ ის ფრანჩესკო ტოტის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას არ გამორიცხავს, მაგრამ როგორც ირკვევა, შესაძლოა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დროს, ვეტერანი ფეხბურთელი უკვე პენსიაზე იყოს გასული. "სავსებით შესაძლებელია, რომ კარიერა ერთი წლის შემდეგ დავასრულო. მხოლოდ მე ვიცი, როდის გამომიძახებს პრანდელი ნაკრებში. ჩემი კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა სეზონის წინ კარგად მომზა
...
Read more »
საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ მატჩების დაწყებამდე, თავისი ქვეყნის ჰიმნის შესრულებას არ აპირებს. "ჩემი ქვეყნის ჰიმნი არ უნდა ვიმღერო. ცხოვრებაში არასოდეს მიმღერია და ამას არც ახლა გავაკეთებ. ჰიმნის შეუსრულებლობა ნაკრებში გოლების გატანაში ხელს არ მიშლის. მე მიყვარს საფრანგეთი, მაგრამ არ მესმის, რა საჭიროა მსგავსი კითხვების დასმა. ყოველთვის ვოცნებობ, რომ ჩემი ქვეყნის მაისურით ვითამაშო, მაგრამ სიმღერას ვერავინ მაიძულებს. საერთოდ, არ მესმის, პრობლემა რა არის. მაგალითად, ზიდანს ჰიმნი არასოდეს უმღერია. სტადიონზე გულშემატკივრები იმიტომ არიან, რომ ჰიმნი შეასრულონ. მთავარია, რომ ჩვენ ერთნი ვართ”, – იუწყება ბენზემას სიტყვებს RMC..
ექს-მარსელელის უხეშმა ფოლმა, რომელიც ამჟამად "სენტ-ეტიენში” ასპარეზობს, "პსჟ”-ს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში პარიზელების ფეხბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია. ლიგა 1-ის ბოლო ტურის მატჩში "სენტ-ეტიენმა” მარცხისგან თავის დაღწევა მოახერხა, მაშინ, როდესაც "პსჟ” შეხვედრას ორბურთიანი სხვაობით 0:2-ს იგებდა. თუმცა, ეს ქამბექი ბრანდაოს არასპორტულმა საქციელმა დაავიწყა ძალიან ბევრს, რომელმაც ტიაგო სილვას ფეხში ძალიან უხეშად ჩაარტყა. მიუხედავად იმისა, რომ მცველს შესაძლოა ფეხი მოტეხოდა, მისი თანამემამულე მხოლოდ ყვითელი ბარათით დასაჯეს.
|