Main »
- Archive
იმ შემთხვევაში, თუ დღეს "ემიუ” შინ "რედინგს” დაამარცხებს, "ცისფრების” ჩამორჩენა "წითელ ეშმაკუნებთან” 15 ქულამდე გაიზრდება. "ევერტონი” – "სიტი” 2:0 გოლები: ოსმანი, 32, იელავიჩი, 90+4 "ევერტონი”: მუხა, დისტენი, კოულმენი, ბეინსი, ჰეიტინგა, ოსმანი, პიენაარი, ფელაინი, გიბსონი, მირალეში (ნეისმიტი, 70), ანიჩებე (იელავიჩი, 90) "სიტი”: ჰარტი, კოლაროვი, კოლო ტურე (სინკლეირი, 84), ნასტასიჩი, საბალეტა, გარსია, ბერი (ნასრი, 70), სილვა, მილნერი (კლიში, 83), ჯეკო, ტევესი გაფრთხილებები: ფელაინი, პიენაარი, ოსმანი, იელავიჩი – კოლაროვი, ჯეკო, სილვა გაძევება: პიენაარი, 60
თურქული "გალათასარაის” თავდამსხმელი, დიდიე დროგბა აცხადებს, რომ მას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მეგობრებთან დაპირისპირება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ "გალას” მეტოქე მადრიდის "რეალია”, რომლის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო, ხოლო ერთ-ერთი მოთამაშე – მაიკლ ესიენი. "მადრიდის "რეალთან” დიდებული მატჩები გველის. მეგობრების წინააღმდეგ მომიწევს თამაში. მაურინიო და ესიენი ჩემი ძმები არიან”, – უთხრა დროგბამ ჟურნალისტებს. "რეალსა” და "გალათასარაის” შორის პირველი შეხვედრა 3 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება
მიუნხენის "ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი აცხადებს, რომ მან კარგად იცის, თუ რა დონის გუნდია "იუვენტუსი”. ასევე, 67 წლის სპეციალისტმა ტურინელთა დაცვის ხაზი შეაქო. შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, "იუვენტუსი” და "ბაიერნი” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. "ძალიან კარგად ვიცი, რა დონის გუნდია "იუვენტუსი”. ამ დროსთვის, "ბიანკონერი” იტალიის საუკეთესო კლუბია და მათ წინააღმდეგ ურთულესი თამაშები გველის. გამოვარჩევ, "იუვენტუსის” დაცვის ხაზს, მათ ძალიან ძლიერი მცველები ჰყავთ. საკმაოდ კარგი მატჩები გველის. იმედი მაქვს, "ბაიერნი” უკეთ ითამაშებს და მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავალთ”, – უთხრა ჰაინკესმა "ბაიერნის” ოფიციალურ საიტს.
ჯუზეპე როსი აცხადებს, რომ "ფიორენტინა” ახლო მომავალში იტალიის ჩემპიონატის მოგებას შეძლებს. "იებმა”, ბოლოს, სკუდეტოს მოგება 1968-69 წლების სეზონში მოახერხეს, თუმცა 26 წლის თავდამსხმელი ამბობს, რომ "ფიორენტინა” ერთ დღეს ჩემპიონი კვლავაც გახდება. "ერთ დღესაც, "ფიორენტინა” სკუდეტოს კვლავაც მოიპოვებს. სერია ა ესპანეთის ჩემპიონატს არ ჰგავს, ლა ლიგაში ყოველთვის "ბარსელონა” და "რეალი” დომინირებენ. იტალიის ჩემპიონატში უფრო თანაბარი დონის გუნდები გამოდიან. ისეთ კლუბებს, როგორებიც "ლაციო”, "ფიორენტინა”, "რომა” და "ნაპოლი” არიან, სკუდეტოს მოგება ნებისმიერ სეზონში შეუძლიათ”
დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე "საუთჰემპტონი” "ლივერპულს” უმასპინძლებს. მასპინძლებს სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ, მერსისაიდელები კი სამი მატჩია არ აგებენ. "წმინდანების” არგენტინელი დამრიგებლის მაურისიო პოჩეტინოს გუნდი შეხვედრას ყოველგვარი დანაკლისების გარეშე ხვდება. ბრენდან როჯერსს უმნიშვნელო, თუმცა საკადრო პრობლემები აქვს. ტრავმის გამო "წითლებს” ჯონ ფლანაგანი, მარტინ კელი და ფაბიო ბორინი ვერ დაეხმარებიან. ამ გუნდებს შორის მატჩი უკანასკნელად გასული წლის დეკემბერში "ენფილდზე” შედგა და "წითლების” მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. სავარაუდო შემადგენლობები: "საუთჰემპტონი”: ბორუცი, იოშიდა, ფონტე, ჰუიველდი, შოუ, კორკი, შნეიდერლინი, როდრიგესი, რამირესი, ლალანა, ლამბერტი. "ლივერპული”: რეინა, ჯონსონი, კარაგერი, აგერი, ენრიკე, დაუნინგი, ჯერარდი, ლუკასი, კოუტინიო, სუარესი, სტარიჯი.
"დეპორტივო” – "სელტა” 16 მარტი. "რიასორი”, 00:45 საათი. არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო. ტრავმირებულნი: ლაურე, ვასკესი, ზე კასტრო, კაკა / ლოპესი, ნაჩო ინსა, სამუელი, უგო მალიო. დისკვალიფიცირებულნი: არავინ. ბოლო ხუთი შეხვედრა: – – – = – / – – + – – "რეალ სოსიედადი” – "ვალიადოლიდი” 16 მარტი. "ანოეტა”, 19:00 საათი. არბიტრი: კლოს გომესი. ტრავმირებულნი: იფრანი, ელუსტონდო / ლარსონი, ებერტი.
...
Read more »
|