infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 17 » ფერგიუსონი ფერდინანდ ნაკრებში უშვებს

ფერგიუსონი ფერდინანდ ნაკრებში უშვებს

ფერდინანდი
მოგეხსენებათ, როი ჰოჯსონმა "ემიუს” მცველი სან-მარინოსა და ჩერნოგორიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისათვის ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

თუმცა, "იუნაიტედის” თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ "ემიუმ” შესაძლოა რიო ნაკრებში არ გაუშვას. თავიდან შოტლანდიელი გუნდის სამედიცინო შტაბთან მოლაპარაკებას აპირებდა. მას შემდეგ, რაც "ემიუს” ექიმებმა "მწვანე აანთეს”, ფერდინანდის წასვლას ფერგიუსონიც დათანხმდა.

"დიახ, რიო ინგლისის ეროვნული ნაკრების განკარგულებაში იქნება”, – განაცხადა სერ ალექსმა, როდესაც Guardian-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ რიოსათვის ეს გამოძახება 2011-წლის შემდეგ პირველი იქნება. სწორედ მაშინ განაცხადა როი ჰოჯსონმა, რომ "ემიუს” მცველის დახმარება არ სჭირდება.
Views: 588



Shadow


content top