ინგლისურ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა დასკვნითი ტესტ-მატჩი ჩაატარა. ილია მაისურაძი შეგირდები ქოვენთრის "ბროდ სთრითის” მოედანზე ინგლსელთა 17-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდნენ და 12:34 (7:12) წააგეს.
გასულ შეხვედრაში ახალგაზრდა "ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა ასეთი იყო: 1. დავით ფხაკაძე; 2. ბადრი ალხაზიშვილი; 3. ზაურ ხარებავა; 4. თორნიკე ზოიძე; 5. როლანდ კვაჭაძე; 6. ბადრი დანგაძე; 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი; 8. ჟორა მღებრიშვილი; 9. ვასილ ლობჟანიძე. 10. რევაზ ჯინჭველაშვილი; 11. იოსებ კიკვაძე; 12. თემურ ირემაძე; 13. დევი დევსურაშვილი; 14. ბადრი ლიპარტელიანი; 15. ირაკლი სვანიძე;
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 22-30 მარტს საფრანგეთის ქალაქი გრენობლი უმასპინძლებს. ქართველ მორაგბეებს ტურნირზე პირველი შეხვედრა 22 მარტს უწევთ, როდესაც მეოთხედფინალში ირლანდიელებს დაუპირისპირდებიან.