infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » ახალი ამბები

ახალი ამბები - Archive

მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა
makaridze
საფრანგეთის მე-2 ლიგაში "ლე მანის” კარი "მშრალად” შეინახა გიორგი მაკარიძემ. ქართველი გოლკიპერის გუნდმა "ტური” 1:0 დაამარცხა და 33 ქულით ოც კლუბს შორის მე-18 ადგილზე იმყოფება. ცნობისთვის, საფრანგეთის მე-2 ლიგიდან სამი გუნდი ვარდება, ამდენად, "ლე მანს” მთავარი ბრძოლები წინ ელის.

დანიურ სუპერლიგაში ქართველთა "ორჰუსი” "ესბიერგს” დაუხვდა და 0:1 წააგო. მასპინძელთა მაისურით დავით დევდარიანმა მოედანზე 75 წუთი გაატარა, დავით სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა, მათე ვაწაძე კი ტრავმირებულია და ცხადია, გუნდის განაცხადში არ ყოფილა. "ორჰუსს” 26 ტურში 33 ქულა შერჩა და მე-6 ადგილზე იმყოფება.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში ასევე დასარჩენად იბრძვის "ბოხუმი”, რომლის ღირსებასაც ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 783 Added: Sky Date: 06.04.2013 - 04:18

ბეტისმა გრანადასთან გაილაღა
betisi
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მორიგი ტური ერთობ შედეგიანი მატჩით გაიხსნა – „ლოს კარმენესზე" შეკრებილმა მაყურებლებმა 6 გოლი იხილეს. „გრანადას" სტუმარი „ბეტისი" იყო, რომელმაც მასპინძელი გუნდი 1:5 გაანადგურა.

ანდალუსიელებმა მეტოქე გუნდს საქმე პირველი ტაიმის 4–წუთიან მონაკვეთში მოუმთავრეს – რუბენ კასტროს დუბლისა და ინიგო ლოპესის ავტოგოლის წყალობით, 3–ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ და გამარჯვებულის ვინაობაც ცხადყვეს.

მიუხედავად ამისა, „ბეტისი" არ ცხრებოდა და უპირატესობის გაზრდაც შეძლო – დორლან პაბონმა რუბენ კასტროს პასით ისარგებლა და ხელსაყრელი პოზიციიდან იოლად აიღო მასპინძელთა კარი. რამდენიმე წუთში, „გრანადამ" კარლოს არანდას გოლის წყალობით ანგარიშში სხვაო ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 667 Added: Sky Date: 06.04.2013 - 04:15

დასკვნით ტურს აზრი დაუბრუნდა
borjgalosnebi
საქართველოს მორაგბეთა XXIII ჩემპიონატის XVII რაუნდის შემდეგ, პრაქტიკულად ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, ყოველ შემთხვევაში იმ გუნდებისთვის, რომლებმაც პლეი ოფებში ჩემპიონობისთვის უნდა გააგრძელონ ბრძოლა, მაგრამ ერთმა შეცდომამ სიტუაცია შეცვალა.

ეს შეცდომა XVI რაუნდში თბილისის "ჯიქების” მთავარ მწვრთნელ გია ამირხანაშვილს მოუვიდა. ამ ტურში მისმა გუნდმა "ლელო” 16:10 დაამარცხა და მეტოქეს რეგულარული პირველობის მოგების შანსები მინიმუმამდე შეუმცირა, თავად კი, მერე ბათუმურ გუნდსაც რომ სძლია, პლეი ოფის პირველ ეტაპზე ქუთაისში მგზავრობა აირიდა და თანაქალაქელ "არმაზთან” ჯახი გაინაღდა. მაგრამ 23 მარტს გამართული თამაშის მეთვალყურემ საკუთარ მოხსენებაში რომ ჩაწერა, მატჩის მიწურულს საშეჯიბრო დებულება დაირღვაო...
... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 1009 Added: Sky Date: 05.04.2013 - 15:26

ბენიტესი: მეტი გოლი გვეკუთვნოდა
benitesi
ყაზანის "რუბინთან” ევროპის ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ (3:1), ლონდონის "ჩელსის” თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა თამაშის შესახებ. ესპანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მის გუნდს კიდევ ერთი გოლი ეკუთვნოდა.

"100%-ით გახარებული მაინც არ ვარ, რადგან სულ ცოტა, კიდევ ერთ გოლს ვიმსახურებდით. ის ცვლილებები, რაც წინა მატჩების შემდეგ გავაკეთე, ფეხბურთელების მდგომარეობით იყო განპირობებული. "რუბინთან” შეხვედრაში, ფერნანდო ტორესმა დაამტკიცა, რომ თვითრწმენა არ დაუკარგავს. "ელ ნინიომ” ბევრი იშრომა და მისი თამაში ძალიან მომეწონა. იმედია, შემდეგ მატჩშიც დუბლს შეასრულებს. დარწმუნებული ვარ, გოლს საპასუხო შეხვედრაშიც გავიტანთ. ეს რთული იქნება, რადგან მეტოქე აქტიურად შეგვიტევს”, - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"რუბინისა” და "ჩელსის” საპასუხო მატჩი ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 757 Added: Sky Date: 05.04.2013 - 15:23

“რეალმა” მარსელოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
marselo
მადრიდის "რეალმა” და მარცხენაფლანგელმა მარსელომ თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტეს. Football Espana-ს ცნობით, "სამეფო კლუბმა” 24 წლის ბრაზილიელ მცველს კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე გაუხანგრძლივა.

სამხრეთამერიკელს "რეალთან” ძველი ხელშეკრულება 2015 წელს ეწურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში მარსელო არცთუ ხშირად თამაშობს, მადრიდელებმა მას გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზეს. ახალი ხელშეკრულების ძალით, ბრაზილიელის წლიური ანაზღაურება 2.3 მილიონიდან 4 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ცნობისათვის, მარსელომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა.
Category: ახალი ამბები Views: 598 Added: Sky Date: 05.04.2013 - 15:20

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 30-ე ტურის ანონსი
primera division
წარმოგიდგენთ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 30-ე ტურის წინ ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ნუსხას.

 5 აპრილი

გრანადა – ბეტისი

გრანადა – ტრავმირებულნი: სანტოსი, იებდა, ბენიტესი, რიკო.

ბეტისი - ტრავმირებულნი: ვილარხაო.

მსაჯი: მიგელ პერეს ლასა

 6 აპრილი

სოსიედადი – მალაგა

სოსიედადი - ტრავმირებული: კასტრო.

მალაგა - ტრავმირებული: ელიზეუ.

მსაჯი: უნდიანო მალენკო

 რეალი – ლევანტე

რეალი - ტრავმირებული: არავინ.

ლევანტე - ტრავმირ ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 726 Added: Sky Date: 05.04.2013 - 15:17

კომპანი შესაძლოა “ბარსაში” მანჩინისთან კონფლიქტის გამო გადავიდეს
 kompani
არ არის გამორიცხული, რომ "მანჩესტერ სიტის” კაპიტანმა სამუშაო ადგილი შეიცვალოს. 

მოგეხსენებათ, მანამდე რობერტო მანჩინი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ კომპანი ბელგიის ეროვნულ ნაკრებში მოედანზე მაშინ გავიდა, როდესაც ტრავმა ჯერ კიდევ სრულად მორჩენილი არ ჰქონია. ამის შემდგომ, მედია ამ ორ ადამიანს შორის კონფლიქტზე წერდა. თუმცა, მოგვიანებით იტალიელმა განაცხადა, რომ ყოველივე ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

თუმცა, ახლახანს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვენსანით "ბარსელონა” არის დაინტერესებული. ასევე მის მომავალს, მადრიდის "რეალსა” და მიუნხენის "ბაიერნს” უკავშირებენ. მოთამაშე დამწუხრებული იყო იმით, რომ მანჩინიმ ის ღიად გააკრიტიკა. აგრეთვ ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 887 Added: Sky Date: 04.04.2013 - 21:57

« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 88 89 »
content top