infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » ახალი ამბები

ახალი ამბები - Archive

აგენტი აფელაის “ინტერსა” და “ლაციოს” სთავაზობს
afelai
დიდი ალბათობით, ფეხბურთელი ამ ზაფხულს "კამპ ნოუს” საბოლოოდ დატოვებს.

"ბარსელონას” შემტევი ნახევარმცველი იბრაჰიმ აფელაი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სერია ა-ში გადაბარგდეს. როგორც პრესა იტყობინება, საქმე იმაშია, რომ მისმა აგენტმა უკვე შესთავაზა საკუთარი კლიენტის შეძენა "ინტერსა” და "ლაციოს”.

ამას ისიც ემატება, რომ "ბლაუგრანას” ახალგაზრდა ჰავბეკი აღარ სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2015-წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

აცხადებენ, რომ კატალონიური გრანდი მზადაა აფელაი ექვს მილიონ ევროდ გაყიდოს.

Category: ახალი ამბები Views: 757 Added: Sky Date: 04.04.2013 - 21:47

“ლივერპული” სუარესს 50 მილიონად აფასებს
suares
"წითლები” თავიანთი ლიდერის გაშვებას "კაპიკების” სანაცვლოდ არ აპირებენ.

"ლივერპულის” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი რამოდენიმე ევროპული გრანდის ყურადღებას იქცევს, რომელთა შორისაც ყველაზე აქტიური კლუბები, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის მოწინააღმდეგეები, "ბაიერნი” და "იუვენტუსი” არიან.

"წითლები”, რომლებიც თავიანთი საუკეთესო ბომბარდირის გაშვებას არ აპირებენ, მზად არიან 26-წლის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებული ოფიციალური წინადადებები, მხოლოდ 50 მილიონი ევროს ფარგლებში განიხილონ.

ამ ეტაპზე სუარესი ინგლისური პრემიერ ლიგის საუკეთესო სნაიპერების სიას ლიდერობს, ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 731 Added: Sky Date: 04.04.2013 - 21:25

“პსჟ” – იდეალური რუნისთვის”
rooney
შვედი თავდამსხმელი, პარიზში "იუნაიტედის” ვარსკვლავს ელის.

როგორც პრესა იტყობინება, უეინ რუის თამაშით, მთელი რიგი ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი. მათ შორის, "პარი სენ ჟერმენიც” გახლავთ.

"თუ მას სურს, რომ საუკეთესო საფეხბურთო პროექტის ნაწილი იყოს, მაშინ არსებობს ერთადერთი კლუბი, რომელთანაც შეიძლება ამ მიზნით ხელშეკრულების გაფორმება.”-აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

"მხოლოდ უეინმა იცის, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ზაფხულში. მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გუნდს მხოლოდ საფრანგეთში საუკეთესოობის სტატუსი არ აკმაყოფილებს და გვსურს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესონი ვიყოთ. მე მესმის, თ ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 888 Added: Sky Date: 04.04.2013 - 21:21

მალაგაში გოლი არ გავიდა
malaga
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ესპანელებსა და გერმანელებს შორის, უგოლო ფრით დასრულდა.

"მალაგა” 0-0 "ბორუსია”

"მალაგა” – ვილი, გამესი, დემიჩელისი, ველიგტონი, ანტუნესი, ტულანანი, იტურა, ხოაკინი, ისკო (დუდა 87), ჟულიო ბაპტისტა (სანტა კრუზი 76), სავიოლა (პორტილო 68).

"ბორუსია” – ვაიდენფელერი, შმელცერი, სანტანა, სუბოტიჩი, პიშჩეკი, კელი (ბენდერი 80), გიუნდოგანი, გროსკროიცი, გიოტცე (კირხი 90+2), როისი (შიბერი 69), ლევანდოვსკი.

გაფრთხილებები: ველიგტონი, ანტუნესი, იტურა – გროსკროიცი.
Category: ახალი ამბები Views: 632 Added: Sky Date: 04.04.2013 - 21:19

კალაძე გამოსამშვიდობებელ მატჩს 31 მაისს გამართავს
kaladze, kaka
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი კახი კალაძე გამოსამშვიდობებელ მატჩს 31 მაისს "დინამო არენაზე” გამართავს. კალაძემ გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და იმ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა, რომელთა თბილისში ჩამოყვანასაც გეგმავს.

"მინდა მოვიწვიო ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც 10 წელი ჩემთან ერთად თამაშობდა. 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, იყო წარუმატებლობაც. ყველა ის ადამიანი, რომელთანაც "მილანში” ამდენი წლის განმავლობაში ვიბრძოდი და ვთამაშობდი, 31 მაისს ჩამოვა და აქ, ჩვენთან ვიხილავთ”, – აღნიშნა კახი კალაძემ.

გამოსამშვიდობე ... Read more »
Category: ახალი ამბები Views: 926 Added: Sky Date: 04.04.2013 - 21:16

დეფო მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს
ლონდონის "ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში აცხადებს, რომ გუნდის 30 წლის თავდამსხმელი, ჟერმეინ დეფო კუნთის ტრავმის გამო, მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს.

ამრიგად, ინგლისელი ფეხბურთელი ევროპის ლიგაზე, "ბაზელისა” და პრემიერ ლიგაში "ევერტონის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებში ვერ ითამაშებს.

"ჟერმეინს კუნთზე პრობლემები აქვს, ამიტომ ის მომდევნო ორ მატჩს და დიდი ალბათობით, მესამე შეხვედრასაც გამოტოვებს. თუ ის "ბაზელის” წინააღმდეგ გასამართ განმეორებით მატჩში ვერ ითამაშებს, "მანჩესტერ სიტისათვის” მწყობრში იქნება”, – უთხრა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს.
Category: ახალი ამბები Views: 630 Added: Sky Date: 04.04.2013 - 21:12

ინიესტა შეუდარებელია
არგენტინული "ბოკა ხუნიორსის” ვეტერანმა ნახევარმცველმა, ხუან რომან რიკელმემ "ბარსელონას” ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა შეაქო და თქვა, რომ ის შეუდარებელია.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ფეხბურთელი "ბლაგაურნას” რიგებში 2002 წლიდან 2005 წლის ჩათვლით ირიცხებოდა.

"ინიესტა ყველასგან გამორჩეულია, ის შეუდარებელია. "ბარსელონა” დიდებული გუნდია, რომელშიც მშვენიერი ფეხბურთელები თამაშობენ. ჩემი აზრით, როცა აბიდალი თამაშობდა, ის მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველი იყო. რაც შეეხება მესის, ლეო უნიკალური მოთამაშეა”, – უთხრა რიკელმემ Radio Marca-ს.
Category: ახალი ამბები Views: 635 Added: Sky Date: 04.04.2013 - 21:10

« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 88 89 »
content top