infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 15 » თარხნიშვილმა “ვენტსპილსთან” კონტრაქტი გააფორმა

თარხნიშვილმა “ვენტსპილსთან” კონტრაქტი გააფორმა

თორნიკე თარხნიშვილი კარიერას ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის კლუბ "ვენტსპილსში” გააგრძელებს. "ვენტსპილსის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ვადა მითითებული არ არის.

ამჟამად, ლატვიელები შეკრებას თურქეთში გადიან და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგის პუჩინსკასმა, 22 წლის ფეხბურთელის შესახებ შემდეგი განაცხადა:

"ზამთრის თასზე” ჩვენს რიგებში ჩატარებულ მატჩებში, თორნიკე თარხნიშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მას ნახევარდაცვაში თამაში რამდენიმე პოზიციაში შეუძლია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე ფეხბურთში უნივერსალიზმი განსაკუთრებით ფასდება. ის ტექნიკური ნახევარმცველია, რომელიც მოედანს კარგად ხედავს და ეჭვი არ მეპარება, რომ "ვენტსპილსს” სარგებელს მოუტანს. ახლა, თორნიკეს სჭირდება, რომ რაც შეიძლება მალე შეერწყას კოლექტივს, თუმცა, უკვე შეიძლება ითქვას, რომ არავითარი პრობლემა არ აქვს”.

თარხნიშვილმა, მიმდინარე სეზონი საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბში ბოლნისის "სიონში” დაიწყო და ამჯერად, თამაში ლატვიაში მოუწევს, სადაც ახალ ჩემპიონატს ჯერ სტარტი არ აუღია.

სხვათა შორის, როგორც თარხნიშვილის, ასევე, გივი იოსელიანის უნგრულ "კეჩკემეტში” ტრანსფერი მენეჯერმა დავით ყენიამ განახორციელა.  

Views: 679



Shadow


content top