Main »
- Archive
მიმდინარე სეზონში ლოს ანჯელეს ლეიკერსი არადამაჯერებლად ასპარეზობს,რასაც ახლა მოედანს მიღმა წარმოშობილი პრობლემებიც დაემატა. გუნდის მფლობელს, ჯერი ბასს სიმსივნე აღმოაჩნდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.იგი 1979 წლიდან ფლობს ლეიკერსის აქციებს.კობი ბრაიანტმა,მეჯიკ ჯონსონმა,შაკილ ონილმა და კარემ აბდულ-ჯაბარმა უკვე მოინახულეს ავადმყოფი. ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალი აქვვეყნებს სტატიას,სადაც აღნიშნულია,რომ კალათბურთელები სამედიცინო ცენტრში იმიტომ წავიდნენ, რომ ,,ხვდებიან ეს ბასსის ბოლო დღეებია.”სწორედ ჯერის გადაწყვეტილებით დაინიშნა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი,მაიკ დანტონი.79 წლის ჯერიმ,გუნდის მფლობელობა შვილებს გადააბარა.
"ბარსელონას” 25 წლის ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, ბოიან კრკიჩი, რომელიც ახლა "მილანში” თამაშობს, კატალონიურ კლუბში დაბრუნდება. მოგეხსენებათ, კრკიჩი "ბლაგაურნადან” 2011 წელს, "რომაში” გადავიდა, ახლა კი "როსონერიში” იჯარით გამოდის. "იმედი მაქვს, ერთ დღეს, ბოიანი "ბარსელონაში” დაბრუნდება. როცა ის აქ თამაშობდა, ძალიან ახალგაზრდა იყო. ვფიქრობ, ბოიანი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია და შეუძლია, "ბლაგაურნაში” კარგად იასპარეზოს”, – უთხრა ფაბრეგასმა Marca-ს.
1-9 თებერვალს თურქეთის ქალაქ საქარიაში ფიბა-ს მსაჯთა სალიცენზიო გამოცდები გაიმართა კალათბურთში საერთაშორისო არბიტრის წოდება მისანიჭებლად. აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა არბიტრებმა – ირაკლი ბერიშვილმა და დავით ბერიშვილმა. დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მოსული წერილის თანახმად, ძმებმა ბერიშვილებმა წარმატებით გაიარეს გამოცდები და მათ ფიბა-სგან საერთაშორისო არბიტრის წოდება მიენიჭათ. ამრიგად, საქართველოს უკვე 5 ფიბა-ს მსაჯი ჰყავს. პირველი ეს წოდება ზაზა მაჩალაძემ მიიღო, რის შემდეგაც ფიბა-ს მსაჯები დავით ბერეკაშვილი და მაკა კუპატაძე გახდნენ. კალათბურთის ფედერაცია ულოცავს ირაკლი და დავით ბერიშვილებს ფიბა-ს არბიტრობას და წარმატებებს უსურვებს მათ როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს მაშტაბით ჩატარებულ ტურნირებში.
მიმდინარე სეზონში მადრიდის ატლეტიკო ბრწყინვალედ ასპარეზობს,რაც დიდ წილად გუნდის მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. როგორც ირკვევა,ახალგაზრდა სპეციალისტის ოცნება მილანის ინტერის გაძღოლაა.იგი დარწმუნებულია,დადგება დრო,როცა ნერაძურის მესაჭის პოსტ ჩაიბარებს.მოგეხსენებათ,როგორც ფეხბურთელს,მას არაერთ იტალიურ კლუბში უთამაშია. "არ ვიცი როდის,მაგრამ ზუსტად ვიცი,ერთ დღეს ინტერის მწვრთნელი გავხდები!როგორც ფეხბურთელმა,კარგი მოგონებები დავტოვე სევილიაში,ლაციოსა და ინტერში.ეს ფაქტი მაფიქრებინებს,რომ მაქვს შანსი იქ როგორც მწვრთნელი ისე დავბრუნდე.სწორედ ასე მოხდა ატლეტიკოში.როგორც ფეხბურთელმა აქ კარგად ვითამაშე და როგორც მწვრთნელი,იმედია წარმატებებს მივაღწევ.”-განაცხადა დიეგო სიმეონემ.
სეზონის დასაწყისში ჰიუსტონ როქითსმა NBA-ს ვარსკვლავი,ჯეიმს ჰარდენი გაიფორმა. ვრცელდებოდა ინფორმაცია,რომ 21 თებერვლამდე კლუბი კიდევ გაიფორმებდა რომელიმე კალათბურთელს.თუმცა,გუნდის დირექტორმა,დერილ მორეიმ გავრცელებულ ხმებს ბოლო მოუღო.მისი განცხადებით,ისინი არ აპირებენ შემადგენლობის გაძლიერებას ახალი ტრანსფერებით. "შემადგენლობის გაძლიერება არ მოხდება ტრანსფერებით.შესაძლოა ეს მოხდეს კლუბის შიგნიდან,რადგან ზაფხულში ამის ბევრი შესაძლებლობა გვექნება.ვფიქრობ,სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე პერიოდი მშვიდად ჩაივლის.რა თქმა უნდა 1 წლის წინ რომ გეკითხათ: რას იტყვით ჯეიმს ჰარდენზე? გიპასუხებდით:შეუძლებელია,არ გაყიდიან! ზუსტად არასოდეს იცი,თუ რა მოხდება მომავალში.არსებობს ყველაფრის შანსი.მაგრამ დარწმუნებული ვარ,მიმდინარე სატრანსფერო პერიოდი ძალიან წყნარი იქნება.”-განაცხადა დერილ მორეიმ.
22 წლის თავდამსხმელი როსონერიში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას,მანჩესტერ სიტიდან გადავიდა. ბალოტელის მილანის შემადგენლობაში გამართულ ორ შეხვედრაში,სამი გოლი აქვს გატანილი.გუნდის მთავარი მწვრთნელის განცხადებით,მისი მოსვლით კლუბში ბევრი რამ შეიცვალა.მასიმილიანო ალეგრის სჯერა,მარიოს შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე. "მარიო მოედანზე ბევრ რამეს აკეთებს,რაც ძალიან მახარებს.მაგრამ თუ ბალოტელი ფეხბურთს მიუძღვნის საკუთარ თავს,მას ნამდვილად შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე სპორტის ამ სახეობაში.იმედია,იგი გაითვალისწინებს ჩემს რჩევას. რაც შეეხება ჩემს მომავალს,არასოდეს შემპარვია ეჭვი,რომ მომდევნო სეზონშიც აქ ვიქნები.კლუბის პრეზიდენტთან და გალიანისთან მაქვს შეთანხმება.გუნდში ცვლილებები მცირე დროში განხორციელდა,
...
Read more »
|